მოგზაურობის მოყვარულთათვის ტურისტული მარშრუტების პირველი ელექტრონული რუკა შეიქმნა
ტურისტული მარშრუტების პირველ ელექტრონულ რუკაზე სულ 290 ტურისტული
მარშრუტი რეგიონების მიხედვითაა დატანილი.
ესენია: სამცხე-ჯავახეთის 46, აჭარა-გურიის 54, ქვემო და შიდა ქართლის
- 28, კახეთის - 5, მცხეთა-მთიანეთის - 21, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო
სვანეთის - 19, სამეგრელო-ზემო სვანეთის - 42, იმერეთი - 18, თბილისი
- 10, დაცული ტერიტორიების მარშრუტების - 47 ტურისტული მარშრუტი.
თითოეულ მათგანს თან ახლავს მოგზაურობისთვის საჭირო შეძლებისდაგვარად
სრულყოფილი ინფორმაცია. მარშრუტების უდიდესი ნაწილი სატყეო ფონდის
ტერიტორიაზე მდებარეობს.
რუკის სანახავად მიჰყევით ბმულს:
https://goo.gl/EvXlRV
ინიციატივა განხორციელდა CENN-ისა და საქართველოს ეკოტურიზმის
ასოციაციის მიერ (პროექტის - ტყის მდგარდი მართვა საქართველოში
ფარგლებში) ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის ფინანსური
მხარდაჭერით.