ახალი ამბები
საქართველო UNWTO-ს ევროპისა და აზიის მთის კურორტების კონფერენციას მასპინძლობს
კონფერენციაში 40-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე დელეგატი მონაწილეობს. მათ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობა დიდი პატივია საქართველოსთვის, რომელიც თავისი უძველესი ტრადიციებითა და ისტორიით სამართლიანად ამაყობს.
გიორგი კვირიკაშვილმა საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველოსა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, რისთვისაც ორგანიზაციის გენერალურ მდივან ტალებ რიფაის მადლობა გადაუხადა.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა - ტალებ რიფაიმ. მან აღნიშნა, რომ გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოსთან უაღრესად მნიშვნელოვანი, ხანგრძლივი, და თვალსაჩინო თანამშრომლობით ამაყობს.
ტალებ რიფაის შეფასებით, ეს პარტნიორობა ემყარება ერთიან ხედვას, რომლის თანახმადაც ტურიზმს ტრანსფორმაციული უნარი, ხალხისა და პლანეტისათვის უკეთესი მომავლის შექმნის პოტენციალი აქვს.
ორდღიანი კონფერენციის თემაა ინოვაციური სტრატეგიები სამთო ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის. კონფერენცია მიზნად ისახავს მთის კურორტების უფრო ფართო ფორმატით მიმოხილვას და სამ მნიშვნელოვან თემას მოიცავს - მდგრადი განვითარება და დაგეგმვა; ინვესტიციები და სტიმულირება; ოპერაციული საკითხები.

კონფერენციაში სამთო ტურიზმის მსოფლიოში ცნობილი ექპერტები და სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.