საქართველო 2025 წელს დაჯავშნილი 10 ყველაზე პოპულარულ მიმართულებას შორის მოხვდა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით
Fashpack-ის საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველო ტოპ 10-ში მოხვდა.
2025 წელს დაჯავშნილი 10 ყველაზე პოპულარულ მიმართულებას შორის
საქართველო, შრი-ლანკა, იაპონია, ფინეთი, ბორნეოს კუნძული, ტაილანდი,
ფილიპინები, კოსტა-რიკა, ახალი ზელანდია და გვატემალაა.
Flashpack-ის პლატფორმა დიდ ბრიტანეთშია ბაზირებული, პლატფორმა სოლო
მოგზაურთა ტურებისა და მოგზაურობის დასაგეგმად შეიქმნა. პლატფორმაზე
40-ზე მეტი ქვეყანაა, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა ტურების
დაჯავშნა. პლატფორმაზე თითოეული ქვეყნის საინტერესო ტურისტული
ადგილების, ტურისტული აქტივობების, ადგილობრივი სამზარეულოს შესახებ
ინფორმაციაა განთავსებული.