ბაკურიანში ძაღლმა 12 წლის მოზარდი დაკბინა
დღეს დაახლოებით 13:00 საათზე დაბა
ბაკურიანში, გერმანული ნაგაზის ჯიშის ძაღლმა 12 წლის მოზარდი
უბანში,
ფეხბურთის თამაშის დროს დაკბინა.
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ძაღლი უპატრონოა.
მოზარდს ნაკბენი რამდენიმე ადგილას აქვს, იგი გადაყვანილია ბორჯომის
ჯეო-ჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრში, შესაბამისი მკურნალობის და
ვაქცინაციის მიზნით.
როგორც აგდილობრივები ამბობენ, ამ კონკრეტულ ძაღლს ხშირად ხედავენ
ქუჩაში, ცხოველს არ აქვს საყურე ნიშანი და საყელო.
ადგილობრივებმა ძაღლის გადასაყვანად ბორჯომის მუნიციპალიტეტს
მიმართეს. თავშესაფარში დასაკვირვებლად ძაღლს სამშაბათს გადაიყვანენ,
ამჟამად ცხოველი ბაკურიანში, ერთ-ერთ ოჯახშია შეკედლებული.
მუნიციპალიტეტში განაცხადეს, რომ ძაღლს შესაბამის სამსახურში 10
დღის განმავლობაში დააკვირდებიან, ჩაუტარდება აცრები,
სტერილიზაცია-კასტრაცია. 10 დღის შემდეგ კვლავ ადგილზე, ბაკურიანში
დააბრუნებენ.