საზოგადოება
რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
უწყვეტი სამოქალაქო პროტესტის ფონზე დღეს სოციალური ქსელის არაერთი მომხმარებელი წერს, რომ უცხოური, უმეტესად უკრაინული, ნომრებიდან ურეკავენ, უცენზურო სიტყვებით მიმართავენ და ჯანმრთელობის დაზიანებით ემუქრებიან.

უცხოეთიდან შემოსული ზარების თემას ფეისბუკპოსტით გამოეხმაურა ანდრო გოცირიძე, კიბერუსაფრთხოების ექსპერტი.

"უცხოეთიდან შემომავალი ზარების შესახებ: 

შემომავალი სატელეფონო ზარით ტელეფონში არსებული ინფრომაციის მოხსნის ალბათობა მინიმალურია. სრულიად იმიტომ არ გამოვრიცხავ, რომ კიბერში გამორიცხული არაფერია, თუმცა საყოფაცხოვრებო დონეზე ეს შეუძლებელია. "ერთხელ მერკელს სიაიეიმ დანიის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გავლით" შეიძლება, მაგრამ არა ჩვენ დონეზე

ფრთხილად,‼️ ამგვარი ზარისას ინფორმაცია თქვენ არ უნდა გასცეთ: არ უპასუხოთ შეკითხვებს, არ მიაწოდოთ მონაცემები, არ გადარეკოთ უკან - არსებობს დიდი თანხების ჩამოჭრის საფრთხე. შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფით შესაძლებელია ადრესატის ადგილმდებარეობის განსაზღვრაც.

‼️არ დაგავიწყდეთ‼️ დღეს ინფორმაციად განიხილება ასევე თქვენი ხმა, რომლის ჩაწერასაც შეიძლება ემსახურებოდეს ეს ზარი და შემდგომ, ამ ხმით ფეიკ შეთქმულების ორგანიზების საუბარი ან ლანძღვა-გინების ან სექსუალური კონტენტის ფაბრიკაცია მოახდინონ დისკრედიტაციის მიზნით. საუკეთესოა, თუ არ უპასუხებთ ზარს ან გინებაზე მაინც არ უპასუხებთ გინებით.

მნიშვნელოვანია და არ აგერიოთ:  სატელეფონოსგან განსხვავებით, აპლიკაციაში (ვაიბერი, ვათსაპი, ცუმ ბაიშპილ.) განხორციელებული უცხო ზარები არ არის უსაფრთხო ამ დროს ინფრომაციის მოპარვა ან ტელეფონის დავირუსება შესაძლებელია, ტექნოლოგიურად სხვა ზარია და ამიტომ. ვათსაპში ამგვარი შემთხვევები ცნობილია, ძალიან ცნობილიც კი , პეგასუსი, მაგალითად. ეს ხვრელი ამჟამად ამოქოლილია, მაგრამ რადგან ასეთი პრეცედენტი იყო, არ უპასუხოთ უცხო ზარს აპლიკაციებში.

ზარზე გაცილებით სახიფათოა სმს, ის შეიძლება შეიცავდეს მალვეარს, ვირუსს,  მითუმეტეს, თუ ის გვთავაზობს ბმულზე გადასვლას ან რაიმე ფაილის ჩამოტვირთვას - აქ მაღალია ალბათობა იმისა, რომ მოქმედების (ბმულზე გადასვლა, ჩამოტვირთვა, ფაილის გახსნა) განხორციელების შემთხვევაში დამნაშავემ წვდომა მიიღოს თქვენს ტელეფონში არსებულ ინფორმაციაზე, პაროლებზე, მიმოწერაზე და სხვა"
- განმარტავს სპეციალისტი, სანდრო გოცირიძე
Print E-mail
FaceBook Twitter
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.