რა ხდება გზებზე
საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად,
საერთაშორისო მნიშვნელობის
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის
მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ლიპყინულის
გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა
კვლავ აკრძალულია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა
განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის
მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
უწყების თქმით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო
პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.