9 თვეში ტურიზმიდან შემოსავალი $3,3 მილიარდი იყო - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის
ინფორმაციით, 2023 წლის 9 თვეში ქვეყანამ ტურიზმიდან 3,3 მილიარდი
დოლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.
ეს არის იმაზე მეტი, ვიდრე
კორონავირუსამდე, 2019 წლის იმავე პერიოდში ჰქონდა ქვეყანას.
შემოსავალი გაზრდილია გასულ წელთან შედარებითაც.
9 თვის მონაცემები:
2023 წლის - 3 251 651 900 აშშ დოლარი;
2022 წელთან შედარებით გაზრდილია 734 468 385 აშშ დოლარით
(+29,2%);
2019 წელთან შედარებით გაზრდილია 668 812 328 აშშ დოლარით
(+25,9%).
გარდა ამისა, ტურიზმის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ მესამე
კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის
მაჩვენებელს და 1 447 121 966 აშშ დოლარი შეადგინა, 2022 წლის მესამე
კვარტალთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 72 468
664 (+5,3%) აშშ დოლარით.