ხუთი ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორია საქართველოში
საქართველოს ყველაზე პოპულარულ 5
დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა რაოდენობამ 2019 წლის რეკორდულ
მონაცემებს 31%-ით გადააჭარბა.
2023 წლის 7 თვის მონაცემით, საქართველოს ყველაზე პოპულარულ 5 დაცულ
ტერიტორიას - პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს, სათაფლიას, წალკის
კანიონს და მტირალას ეროვნულ პარკს 370 547 ვიზიტორი ეწვია, რაც 2019
წლის რეკორდულ მონაცემებთან შედარებით, ჯამში, 31%-ით არის
გაზრდილი.
2023 წლის 7 თვეში, საქართველოს ყველა დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა
რაოდენობა (521 086 ვიზიტორი), 2022 წლის 7 თვის მონაცემებთან
შედარებით (461 359 ვიზიტორი), 13 %-ით გაიზარდა, 2019 წლის ანალოგიურ
მონაცემებთან მიმართებაში კი, უკვე დაფიქსირდა 83%-იანი აღდგენა.
საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართ გაზრდილია საერთაშორისო
ვიზიტორების ინტერესი და, შესაბამისად, მათი რაოდენობაც. პირველ
ხუთეულში შედიან ქვეყნები: პოლონეთი, ემირატები, ინდოეთი, ყაზახეთი,
რუსეთი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული
ტერიტორიების სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს სხვადასხვა პროექტს
ეკოტურიზმის გასავითარებლად, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში ვიზიტორების
რაოდენობის ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ
მდგომარეობის გაუმჯობესებას.