ახალი ამბები
რა ეტაპზეა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ბაკურიანში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატის სათანადო ორგანიზებისთვის უწყებათაშორის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

„2 კვირაზე ნაკლები დრო დარჩა ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებამდე. ინფრასტრუქტურის ნაწილში ყველა ძირითადი სამუშაო, პრაქტიკულად, დასრულებულია. ბოლო ეტაპზეა სპორტსმენთა სოფლის მშენებლობა და მოწყობა. საქართველომ უკვე მიიღო ძალიან მაღალი შეფასება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციისგან ყველა შესრულებულ სამუშაოზე ინფრასტრუქტურის თაობაზე, რომელიც ჩვენმა საორგანიზაციო გუნდმა შეასრულა. ყოველივე ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, ვიყოთ დარწმუნებული, რომ საქართველო ღირსეულად უმასპინძლებს ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის, განსაკუთრებით, სამთო ტურიზმის განვითარებას და ამ მხრივ, საქართველოს სწორ პოზიციონირებას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.

შეხვედრაზე, რომელიც ბაკურიანში გაიმართა, განიხილეს ჩემპიონატის საორგანიზაციო, სატრანსპორტო - ლოგისტიკური და უსაფრთხოების საკითხები.

თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით მსოფლიო ჩემპიონატი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გაიმართება. ჩემპიონატი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება, წარმდგენი კომპანია „სილქნეტია“.
Print E-mail
FaceBook Twitter
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.