ტურიზმი
რომელი ქვეყნის მოგზაურები ხარჯავენ ყველაზე მეტ თანხას საქართველოში
2022 წლის სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი 132.1%-ით გაეზარდა.

კერძოდ, სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, წელს სექტემბერში უცხოელი მოგზაურებისგან შემოსავალი შეადგენდა 375.6 მლნ დოლარს, მაშინ, როცა ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი შეადგენდა 161.9 მლნ დოლარს. 

რაც შეეხება დანახარჯებს ქვეყნების მიხედვით, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ყველაზე მეტი შემოსავალი ქვეყანამ რუსეთის მოქალაქეებისგან მიიღო - 95.5 მლნ დოლარი, მეორე ადგილზეა თურქეთი - 35.8 მლნ აშშ დოლარი; სამეულს ასრულებს უკრაინა - 31.5 მლნ აშშ დოლარი.

დანარჩენი ქვეყნების მოგზაურებისგან მიღებული შემოსავალი კი ასე გამოიყურება:

დანარჩენი ქვეყნებიდან შემოსული მოგზაურებიდან ქვეყანამ - 61.7 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო;

• ევროკავშირის წევრი ქვეყნები - 44.7 მლნ დოლარი;
• ისრაელი - 31.5 მლნ დოლარი;
• ბელარუსი - 21.7 მლნ აშშ დოლარი;
• სომხეთი - 15.9 მლნ დოლარი;
• ირანი - 15.2 მლნ დოლარი;
• საუდის არაბეთი - 11.7 მლნ დოლარი;
• აზერბაიჯანი - 10.3 მლნ დოლარი.

რაც შეეხება 2022 წლის აგვისტოს სტატისტიკას, სებ-ის მონაცემებით, მაშინ საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 522.9 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

წყარო: bpn.ge.

Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.