ოქტომბერში საქართველოს 498 477 საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ოქტომბრის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. 2022 წლის
ოქტომბერში საქართველოში 498,477 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი
შედგა,
ზრდა 2021 წლის ოქტომბერთან
შედარებით +125.9%-ია, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით
საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები 63.7%-ით აღდგა.
ტურისტული ვიზიტების აღდგენის კუთხით პოზიტიური ტენდენციაა
ოქტომბერშიც.
2022 წლის ოქტომბერში საქართველოში 344,595 საერთაშორისო ტურისტული
ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +82.6%-ს
შეადგენს. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო
ტურისტული ვიზიტების 78.5% აღდგენილია.
2022 წლის 10 თვეში საქართველოში 4,391,082 საერთაშორისო მოგზაურის
ვიზიტი შედგა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა
+188.5%-ს შეადგენს. 2019 წლის იანვარი-ოქტომბრის მონაცემებთან
შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი
54.8%-ია.
2022 წლის 10 თვეში საქართველოში 3,048,728 საერთაშორისო ტურისტული
ვიზიტი შედგა, 2021 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდთან შედარებით ზრდა
+137.9%-ს შეადგენს. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით
საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი კი
68.8%-ია.
საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების
რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით
შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ
და დასრულებულ ვიზიტებს.