ეკონომიკა
ტურისტული ტრანსპორტისთვის სტანდარტები დადგინდა
შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით,
საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტურისტული
ტრანსპორტისთვის დადგენილი სტანდარტები საქალაქთაშორისო
ტრანსპორტისთვის დაწესებულ რეგულაციებს გაუთანაბრდეს,
- ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს
გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორში არსებული
სატრანსპორტო კომპანიების ოპერირებას ისე, რომ ადამიანების
ჯანმრთელობა დაცული იყოს. შეგახსენებთ, რომ ტურისტული ტრანსპორტისთვის
დადგენილი სტანდარტები საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის დაწესებულ
რეგულაციებს უთანაბრდება - აღნიშნული გადაწყვეტილება 22 ივნისს
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნა
არის თუ არა მზად ბორჯომი დამსვენებლების მისაღებად -
რას ფიქრობს ხალხი
ბორჯომში გახსნისთვის 30-მდე სასტუმრო დარეგისტრირდა
- რა რეგულაციებია განთავსების ობიექტებისთვის
გააზიარეთ :