დღეიდან ბორჯომსა და ბაკურიანში მუშაობა ოთხმა სასტუმრომ განაახლა
16:43 / 15.06.2020
დღეიდან, 15 ივნისიდან, ბორჯომში
სამი სასტუმრო გაიხსნა, ხოლო ბაკურიანში ერთმა სასტუმრომ განაახლა
მუშაობა.
სხვადასხვა კლასის განთავსების ობიექტებმა რეგისტრაციის შემდეგ,
შემოწმება წარმატებით გაიარეს და სტუმრების მიღების ნებართვა
მოიპოვეს.
ბორჯომში, ბაკურიანსა და საკურორტო სოფლებში, ჯამში 170-მდე
სასტუმროა. გახსნის ნებართვის მისაღებად, რეგისტრაცია განთავსების
30-მა ობიექტმა გაიარა, თუმცა დადებითი პასუხი მხოლოდ ოთხმა მათგანმა
მიიღო. ზოგიერთმა დამატებითი დრო ითხოვა მოსამზადებლად, რამდენიმე კი
ხარვეზის გამოსწორებაზე მუშაობს.
სასტუმროების მონიტორინგი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.
რაც შეეხება მდგომარეობას ქვეყნის მასშტაბით. საქართველოში ამ დრომდე
11 400 კომპანია შემოწმდა, აქედან 939 იყო დარეგისტრირებული სასტუმრო,
რომელსაც გახსნის სურვილი ჰქონდა. ქვეყანაში, დღეიდან მუშაობის უფლება
მიენიჭა 150 სასტუმროს, განთავსების 175-მა ობიექტმა კი ვერ
დააკმაყოფილა მოთხოვნები. დანარჩენმა ხარვეზის გამოსასწორებლად
დამატებითი დრო ითხოვა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.