ტურიზმი
ტურ-ოპერატორებისა და გიდებისთვის რეკომენდაციები დამტკიცდა
ჯანდაცვის მინისტრმა
ტურ-ოპერატორებისა და გიდებისთვის ზოგადი რეკომენდაციები დაამტკიცა.
დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი თუ რა სახის ტრანსპორტით რამდენი
ტურისტის გადაადგილებაა დაშვებული.
რეკომენდაციების მიხედვით, 6-ადგილიანი მინივენით 4, ხოლო
44-ადგილიანი ავტობუსით 22 ტურისტის გადაადგილებაა დასაშვები.
ჯანდაცვის სამინისტროს ზოგადი რეკომენდაციები;
• ტურზე წასვლამდე გიდს, მძღოლსა და ტურისტს თერმოსკრინინგი უნდა
ჩაუტარდეს და ეს ყოველდღიურად გამეორდეს.
• მძღოლის კაბინასთან, მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად
უნდა მოეწყოს დამცავი გამჭვირვალე ბარიერი.
• ტურისტების ყოველი გადაყვანის შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს
ავტოსატრანსპორტო საშუალებების შიდა და გარე სახელურების
დეზინფექცია/სანიტარული დამუშავება.
• სალონი უნდა ნიავდებოდეს რეგულარულად ღია ფანჯრებით.
• გიდს ტურისტებთან უშუალოდ შეხვედრისას უნდა ეკეთოს ნიღაბი და ტურის
მსვლელობისას სტუმრებთან დაიცვას დისტანცია.
ამასთან, თან უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური თერმომეტრი.
ბორჯომი ტურისტების მოლოდინში
კრიტერიუმებიც კი არ ვიცით, რომ მოვემზადოთ
დაგვიანებული სეზონის გახსნისთვის - დავით ქაცარავა
გიდების სერტიფიცირების გეგმის მომზადებაში ევროკავშირი
დაგვეხმარება-ნათია თურნავა
პირველი ქვეყანა ისრაელი იქნება, საიდანაც ტურისტები ჩამოვლენ-გიორგი
გახარია
გააზიარეთ :