ბიზნესი მდგრადობისთვის
განათლების შესაძლებლობა - ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა
გაერომ 193 ქვეყანასთან ერთად მდგრადი განვითარების 17 მიზანი დაისახა, რათა ყველამ უკეთეს სამყაროში ვიცხოვროთ. ამ ქვეყნებს შორის არის საქართველოც.
საქართველოს და მსოფლიოს მიზანია ყველას თანაბრად შეეძლოს ხარისხიანი განათლების მიღება. ეს არის 17 მიზანს შორის ერთ-ერთი, მეოთხე მიზანი.

• აღმოიფხვრას უთანასწორობა საგანმანათლებლო სისტემაში.
• შეიქმნას უსაფრთხო ინკლუზიური და პოზიტიური გარემო სკოლებში.
• გაიზარდოს კვალიფიციური მასწავლებლების რაოდენობა.

ამ მიზნის მიღწევაში დიდ როლს თამაშობს კომპანიების კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლიანი ბიზნესი ხელს უწყობს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას.

„უპირველეს ყოვლის აუცილებელია სწორად დავინახოთ და გავიაზროთ კორპორაციული პასუხისმგებლობის არსი და მნიშვნელობა. ამ საკითხისადმი ბიზნესის მართებული დამოკიდებულება გადამწყვეტია. კორპორაციული პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა განიხილებოდეს კომპანიის საქმიანობის სტრეტეგიულ ნაწილად, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა, ინიცირებულ პროექტებს ჰქონდეთ გრძელვადიანი, შედეგზე ორიენტირებული მიზნები, რაც კორპორაციული მდგრადობის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.“ - ამბობს კორპორაციული კომუნიკაციების სპეციალისტი თაკო როდონაია.





განათლების საკითხებზე მუშაობა ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. კორპორაციული პასუხისმგებლობის სათანადო განვითარებისთვის, გადამწყვეტია, რომ გლობალურ გამოწვევებთან ერთად, ბიზნესს ესმოდეს ადგილობრივი კონტექსტი.

„მნიშვნელოვანია ბიზნესი ინტერესდებოდეს ლოკალური პრობლემებით და მათ შესაბამისად მოქმედებდეს. განათლების კუთხით არსებული შეფერხებები ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა და ამ კუთხით კერძო სექტორის ჩართულობას მნიშვნელოვანი შედეგის მოტანა შეუძლია.“ - ამბობს თაკო როდონაია

IDS ბორჯომი საქართველო განათლებისთვის

კომპანია IDS ბორჯომი საქართველომ მომავალ თაობაზე და მათ განათლებაზე ზრუნვა, 2000 წელს დაიწყო. სწორედ ამ პერიოდიდან არსებობს კომპანიაში ფრიადოსანთა სტიპენდიანტები, რომელიც განკუთვნილია ბორჯომსა და მის შემოგარენში მცხოვრები, წარჩინებული მოსწავლეებისთვის მარჩენალდაკარგული ოჯახებიდან. სტიპენდიის მიღების უმთავრესი პირობაა უმაღლესი შეფასება ყველა საგანში. კომპანიის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ზრდას და, ხშირ შემთხვევაში, მძიმე სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, შეუნარჩუნოს მათ სწავლის ხალისი. აგრეთვე, წაახალისოს ფრიადოსანი ბავშვები და მათი ოჯახები.

„2012 წელს, დავაფუძნეთ ბორჯომის ტრენინგ ცენტრი, სადაც ბორჯომში და ბორჯომის შემოგარენში მცხოვრები მოსწავლეები, სხვადასხვა მიმართულებით სრულიად უფასოდ იღრმავებენ ცოდნას. ჩვენს ცენტრში ისინი სწავლობენ ქართული ენასა და ლიტერატურას, უცხო ენებს, კომპიუტერულ პროგრამებს, მათემატიკას, გარდა ამისა, ცენტრში არსებობს ლიტერატურის, არტ თერაპიის, გამოყენებითი ხელოვნების, დრამის, ახალგაზრდა ჟურნალისტების და პიროვნული განვითარების კლუბები.“ - გვიყვება ნანიკო კუპრაშვილი, IDS ბორჯომი საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.





ცენტრში მიღება წელიწადში ორჯერ ხდება. 2015 წლიდან ცენტრში ფუნქციონირებს ერთწლიანი კურსი აბიტურიენტებისათვის.
ცენტრის დაარსებიდან ტრენინგ ცენტრში 5000-ზე მეტმა მოსწავლემ გაიფართოვა ინტერესები და გაიღრმავა ცოდნა. კომპანიაში თვლიან, რომ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ქვეყნის წარმატების აუცილებელი პირობაა.







„კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიაა. პლატფორმის #ბორჯომიგულშემატკივარი ფარგლებში, გავაერთიანეთ სამი ძირითადი მიმართულება: განათლება, სპორტი და ბუნება და გავხდით მათი გულშემატკივრები. ჩვენთვის პრიორიტეტი არის სამცხე-ჯავახეთი და ვცდილობთ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ამ რეგიონის განვითარებაში.
გვჯერა, რომ ქვეყნის წარმატება და წინსვლა წარმოუდგენელია განათლებული საზოგადოების გარეშე. განათლებული ადამიანი თავისუფალია, სწორედ ასეთი ადამიანები ქმნიან წარმატებულ ქვეყანას.„
- ამბობს ნანიკო კუპრაშვილი.





-------------------------------------------------

რა რეალობა გვაქვს საქართველოში? როგორია კომპანიების კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, რას აკეთებს და როგორ უნდა მოქმედებდეს პასუხისმგებლიანი ბიზნესი?

თაკო როდონაია ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მიუხედავად საქართველოში გარკვეული წინსვლისა, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ამ კუთხით. გადამწყვეტია, კერძო სექტორმა დაინახოს ამ თემის მნიშვნელობა, როგორც საკუთარი საქმიანობის წარმატების ნაწილი.

„კომპანიამ უნდა შექმნას ისეთი პროექტები, რომლებიც მის სამუშაო პროფილს მოერგება და გააძლიერებს. საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებების მოკვლევის შედეგად შექმნას და განახორციელოს მათზე ორიენტირებული პროგრამები. ამ კუთხით შესაძლებელია როგორც საგანმანათლებლო, ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების ინიცირება, ასევე, გრძელვადიანი განათლების მიღების შესაძლებლობის მიცემა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამ კუთხით პრობლემა ექმნება. ასევე, იმ პროფესიების განვითარების ხელშეწყობა რომელიც დღეს ძალიან აუცილებელი და მოთხოვნადი, თუმცა ნაკლებად პოპულარულია. ასევე მხარი დაუჭიროს მაღალმთიან და მიუწვდომელ ადგილებში არსებული სკოლების მოსწავლეებს და მასწავლებლებს. წაახალისოს სწავლების ინოვაციური მიდგომები და წარმატებული მაგალითები.“ - თაკო როდონაია.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჭრილში, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ორმაგ სარგებელზე, რაც გულისხმობს კომპანიის ისეთი მიდგომების ერთობლიობას, რომლებიც ერთი კუთხით მიმართულია და აძლიერებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს და ამავდროულად დადებითად მოქმედებს კომპანიის რეპუტაციულ მაჩვენებელზე, თანამშრომლების ლოიალურ განწყობასა და საბოლოო ჯამში, კომპანიის გრძელვადიან წარმატებაზე ახდენს გავლენას. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი საქართველოში მოქმედმა კერძო კომპანიებმა კორპორაციული პასუხისმგებლობის ჭრილში გაწეული ძალისხმევა საკუთარი წინსვლის ნაწილად აღიქვან.



სტატია მომზადდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ტელეკომპანია "ბორჯომი" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის (EU), კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) შეხედულებებს.


პროექტს “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).


Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.