ბიზნესი მდგრადობისთვის
ევროკავშირის მხარდაჭერით, „პრო ბონო მარათონი 2024“-ის ფარგლებში, კერძო სექტორი საზოგადოებრივი სიკეთის შექმნაში ჩაერთო
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა
და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, სასტუმროში „ჯინჯერი“,
„საქართველოს პრო ბონო ქსელისა“ და მათი პარტნიორების რიგით მეხუთე
პრო ბონო მარათონი გაიმართა.
წლევანდელი მარათონის ფარგლებში, 10 კომპანიის 29-მა პრო ბონო
კონსულტანტმა, საზოგადოების სასიკეთოდ მომუშავე 7 ორგანიზაციისთვის
საკომუნიკაციო კამპანია მოამზადა, რომელიც მათ დაეხმარება უფრო
ეფექტიანად განახორციელონ საკუთარი საქმიანობა და საზოგადოების კიდევ
უფრო მეტ ნაწილს გაუზიარონ ინფორმაცია საკუთარი პროექტებისა თუ
ორგანიზაციის შესახებ. მარათონში მონაწილეობენ შემდეგი კომპანიები:
გლობალური კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია „ეისითი“; სადაზღვევო
კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგი“; „საქართველოს ბანკი“; „კრედო ბანკი“;
„ფაშა ბანკი“; „ემბისი“; „ჰოთსეილი“; “თეგეტა ჰოლდინგი”; „რემაინდერი“
„თინარტი“, რომლებმაც პრო ბონო მხარდაჭერა გაუწიეს შემდეგ სამოქალაქო
ორგანიზაციებს: „პოტერია“; „კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი“;
„თანადგომა“; „ეთნოდიზაინი“; „ჩუ“; „ტექ გოგო“; „ბაბალე“. მარათონს
წინ უძღოდა რამდენიმეკვირიანი მოსამზადებელი სამუშაო პროცესი, როდესაც
პრო ბონო კონსულტანტები და სამოქალაქო ორგანიზაციები ერთობლივად
ათანხმებდნენ საკომუნიკაციო კამპანიის დეტალებს.
10-საათიანი მარათონის ფარგლებში მომზადდა სტრატეგიის საბოლოო
პრეზენტაცია.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG)
პრობონო ექსპერტმა ნათია მეტრეველმა აღნიშნა:
“პრო ბონო სერვისები სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის უნიკალური
შესაძლებლობაა, მიიღონ ექსპერტული მხარდაჭერა მათთვის მნიშვნელოვანი
მიმართულებებით. როგორც წესი, სამოქალაქო ორგანიზაციების ფინანსური და
ადამიანური რესურსები შეზღუდულია, შესაბამისად კერძო სექტორის მიერ
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (СSR) ფარგლებში გაწეული
აღნიშნული დახმარება, მნიშვნელოვნად აძლიერებს სამოქალაქო
ორგანიზაციების საქმიანობას. ეს არის მდგრადი და მაღალი სოციალური
გავლენის მქონე მხარდაჭერა და ძალიან გვიხარია, რომ "პრო ბონო ქსელი
საქართველოს" ფარგლებში, მსგავსი აქტივობები რეგულარულად
ხორციელდება".
„საქართველოს პრო ბონო ქსელის“ შესახებ: "საქართველოს პრო ბონო ქსელი"
წარმოადგენს საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო
კომპანიების არაფორმალურ გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი
პროფესიული რესურსების პრო ბონოდ (უსასყიდლოდ) გამოყენება
საზოგადოების სასიკეთოდ.
"საქართველოს პრობონო ქსელი" ოფიციალურად დაარსდა 2015 წლის
ოქტომბერში "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების
ცენტრის" (CSRDG) ინიციატივით, ფონდ MitOst e.V., ფონდ BMW Herbert
Quandt-ისა და ფონდ Taproot-ის თანადგომით.
ევროკავშირის შესახებ: 30 წელზე მეტია ევროკავშირს მჭიდრო პარტნიორობა
აკავშირებს საქართველოსთან და ეხმარება მას ცოდნის და გამოცდილების
გაზიარებაში, ექსპერტიზაში, ინოვაციებში და უწევს ფინანსურ
დახმარებას. ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობა ეფუძნება
საერთო ღირებულებებს, როგორებიცაა მშვიდობა, თავისუფლება, დემოკრატია,
ადამიანის უფლებები და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა. შეიტყეთ მეტი
ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ საქართველოში -
https://eu4georgia.eu/the-european-union-in-georgia/
პროექტის შესახებ: მარათონი გაიმართა
პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და
ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
განვითარებისთვის” ფარგლებში, ევროკავშირისა (EU) და კონრად
ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS)
ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად -
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG),
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის
ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC)
და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
გააზიარეთ :