"ბორჯომში ხანძრის ყველა კერა თითქმის ლოკალიზებულია, გავრცელების რისკი ნაკლებია" - ბორჯომის მერი
ბორჯომის მერის ოთარ არბოლიშვილის
ინფორმაციით, ბორჯომში ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები.
მისი განცხადებით, ამ დროისთვის
თითქმის ლოკალიზებულია ყველა კერა და ხანძრის კვლავ გავრცელების
საფრთხე ჯერ-ჯერობით არ არსებობს.
"დღეის მდგომარეობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხანძრის
სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია სახანძრო-სამაშველო სამსახური.
თითქმის ლოკალიზებულია ყველა კერა. არის პასიური კერები. ხანძრის
გავრცელება დამოკიდებულია კლიმატურ პირობებთან. ქარს აქვს ძალიან დიდი
მნიშვნელობა. საბოლოოდ, ადგილზე მიდის მონიტორინგი, ხორციელდება
თითოეული კერის დამუშავება. ამ ეტაპზე, ხანძრის გავრცელების
საშიშროება ჯერ-ჯერობით არ არსებობს" - განაცხადა ოთარ
არბოლიშვილმა.
შეგახსენებთ, ბორჯომის ხეობაში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა. სასაზღვრო
პოლიციის ვერტმფრენები, ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთნენ ხანძრის
მესამე დღეს. მოგვიანებით კი ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთო
დამატებითი ავიაცია თურქეთიდან. ამ დროისთვის უცნობია, ხანძრის რა
ფართობია დამწვარი ბორჯომის ხეობაში.