,,დილიდან დაკვამლიანებამ მოიმატა''-თემის რწმუნებული
ბორჯომში დილიდან ხანძარის ქრობის
პროცესში ოთხივე ვერტმფრენი ჩაერთო. ადგილზე მობილიზებულია 1200 კაცზე
მეტი ცოცხალი ძალა და ტექნიკა.
რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი, ამ ეტაპზე საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურში ჯერ-ჯერობით ვერ გვეუბნებიან.
ტელეკომპანია ,,ბორჯომი'' დაუკავშირდა მერის წარმომადგეელს დვირის
თემში, გურამ მაისურაძეს. მისი თქით დილიდან დაკვამლიანებამ
მოიმატა.
მიმდიარებს ხარძრის ქრობის ინტენსიური პროცესი.
შეგახსენებთ, რომ ხეობაში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი
ხანძრის ლიკვიდირებაზე მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს,
თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. ასევე ჩართულია ტექნიკა, მათ
შორის ვერტმფრენები. ბორჯომში ხანძარს უკვე მეხუთე დღეა ებრძვიან.
ფოტო: ეკა საყვარელიძე
გააზიარეთ :