"ბორჯომში მოსახლეობისკენ ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს" - თავდაცვის მინისტრი
18:46 / 22.08.2022
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის
ქრობის პროცესს ადევნებს თვალს, ამბობს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას
საფრთხე არ ემუქრება.
"ჩვენ ამ ეტაპზე მობილიზებული გვყავს ტექნიკა, ყველა საშუალება, რაც
შეიძლება აქ იყოს საჭირო. ასევე, ცოცხალი ძალა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ
რისკები არის შემცირებული და აღარ არის გუშინ არსებული რისკები,
თავიდან არის არიდებული და ის კერები ლოკალიზებულია, რაც შეიძლებოდა
დასახლებული პუნქტების მიმართულებით გავრცელებულიყო", - თქვა ჯუანშერ
ბურჭულაძემ.
ცნობისთვის, ხეობაში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა. სამცხე-ჯავახეთის
რეგიონში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირებაზე
მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს,
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების
თანამშრომლები. ასევე ჩართულია ტექნიკა, მათ შორის ვერტმფრენები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.