პარლამენტში მელია შეიპარა
ბრიტანეთის პარლამენტში ქაოსი შეიქნა მას შემდეგ, რაც შენობაში
მოხეტიალე მელია შენიშნეს.
აღნიშნულის ამსახველი ფოტო გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრმა,
ჯულია ლოპესმა ტვიტერზე გამოაქვეყნა.
მას შემდეგ, რაც გარეული ცხოველი პარლამენტის მეოთხე სართულს ესტუმრა,
სწორედ ამ დროს მოახერხა პოლიციამ მელიის დაკავება, რომელიც სპეციალურ
ყუთში მოათავსეს და გაიყვანეს შენობიდან.
ვიდეოს "Twitter-ზე" პარლამენტის წევრი ჯულია ლოპესი ავრცელებს.
ცხოველი ყუთში მოათავსეს, გარეთ გაიტანეს და გაათავისუფლეს.