საფრანგეთში მიგრანტების ბანაკი ხანძარმა გაანადგურა
ბანაკში, რომელიც ჩრდილოეთ საფრანგეთში დუნკირკის პორტთან ახლოს
მდებარეობდა 1500 მიგრანტი ცხოვრობდა. როგორც ოფიციალური პირები
ამბობენ ხანძარი ავღანელებსა და ქურთებს შორის დაპირისპირებას მოჰყვა.
ხანძარმა, რომელიც გვიან ღამით გაჩნდა, ბანაკი მთლიანად გაანადგურა.
დაშავებულია 10 ადამიანი. საფრანგეთის ჩრდილოეთ სანაპირო
განსაკუთრებით მიმზიდველია მიგრანტებისათვის, რომლებიც აქედან დიდ
ბრიტანეთში გადასვლას ცდილობენ.
თავშესაფრის გარეშე დარჩენილი მიგრანტები დროებით ახლო მდებარე
საცხოვრებელ სახლებში და სპორტულ დარბაზებში გადაიყვანეს. ინფორმაციას
ხანძრის შესახებ, ბიბისის ახალი ამბები ავრცელებს.