ბავშვთა სახლში არასრულწლოვნებზე სავარაუდო ძალადობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
გორის ერთ-ერთ ბავშვთა სახლში
არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის საქმეზე შინაგან საქმეთა
სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულზე
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც
ძალადობას გულისხმობს.
ცნობისთვის, ,,ტვ მონიტორინგის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გორის
ერთ-ერთ საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში სავარაუდო ძალადობა მოხდა.
მათივე ცნობით, ბენეფიციარები დაწესებულების თანამშრომლებს ფიზიკურ და
სიტყვიერ შეურაცხყოფაში, ასევე, დამამცირებელ მოპყრობაში
ადანაშაულებენ.