ევროპის ქვეყნებში რეკორდული სიცხე ფიქსირდება
სამხრეთ ევროპასა და ჩრდილოეთ
აფრიკის ქვეყნებში ანომალიური სიცხეა. დიდი ალბათობით,
უახლოეს დღეებში ის კიდევ უფრო
გაძლიერდება და რეკორდულ მაღალ ტემპერატურას მიაღწევს.
ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, საბერძნეთში, ხორვატიასა და
თურქეთში დღის საათებში 40 გრადუს ცელსიუსს აჭარბებს.
BBC-ის ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულებს იტალიის
სამხრეთ რეგიონებში მიაღწია, სადაც 15 ქალაქში განგაშის წითელი
ნიშნული გამოცხადდა.
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს ქუჩაში გასვლისგან
თავი მაქსიმალურად შეიკავონ.
მეტეოროლოგების პროგნოზით, მომდევნო კვირაში იტალიაში ქვეყნის
ისტორიაში რეკორდული ტემპერატურა, 48.8 გრადუს ცელსიუსი დაფიქსირდება.
მედიის ინფორმაციით, მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა იტალიაში,
ესპანეთსა და საბერძნეთში ტყის ხანძრები გამოიწვიოს.