ვლადიმერ პუტინს მსოფლიო ჩემპიონატებსა და ოლიმპიადაზე დასწრება აეკრძალა
CAS– ამ ვლადიმერ პუტინს მომდევნო 2
წლის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონატებსა და ოლიმპიადაზე დასწრება
აუკრძალა.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უახლოეს ორი წლის განმავლობაში
ვერ შეძლებს მსოფლიო ჩემპიონატებსა და ოლიმპიურ თამაშებს
დაესწროს.
ეს გადაწყვეტილება სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) მსოფლიო
ანტიდოპინგურ სააგენტოს (WADA) და რუსეთის ანტიდოპინგურ სააგენტოს
(RUSADA) დავის შემდეგ მიიღო.
CAS– ის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ძირითადი ტურნირებს ვერ
დაესწრებიან რუსეთის მაღალჩინოსნები: მინისტრები და მათი მოადგილეები,
პრემიერ მინისტრი და მისი მოადგილეები, სახელმწიფო სათათბიროს
დეპუტატები და ასევე პრეზიდენტი.
აკრძალვა არ ვრცელდება სპორტსმენებზე და მათი გუნდების წევრებზე.
გუშინ, 17 დეკემბერს, CAS– მა მიიღო გადაწყვეტილება აეკრძალოს რუს
სპორტსმენებს ეროვნული დროშის ქვეშ საერთაშორისო შეჯიბრებებში
მონაწილეობა 2022 წლის 16 დეკემბრამდე.
აკრძალვა შეეხება ოლიმპიადას და მსოფლიო ჩემპიონატს. ამავდროულად,
რუსებს, რომლებსაც გაუვიდათ დოპინგის გამო დფაწესებული შეზღუდვები
შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიურ თამაშებში.