ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, სამცხე-ჯავახეთში
სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონული მედიის, რეგიონის და ადგილობრივი
ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამხედრო სამსახურის,
სასამართლოს და საგანმანათლებო დაწესებულებების წარმომადგენლები.
კელი დეგნანმა მოწვეულ სტუმრებს რეგიონში მუშაობისთვის და ქვეყნებს
შორის თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრის მიზანი, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების 30 წლის იუბილე
იყო. დიპლომატი შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში მართავს.