ჰოროსკოპი
როგორი იქნება 2020 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
2020 წელი აღმოსავლური კალენდრის 12-წლიან ციკლს გახსნის. თეთრი მეტალის ვირთხა 2020-ში ბევრ სიახლეს გვპირდება. გაიგეთ რა გელოდებათ 2020 წელს.

ვერძი (21.03 - 20.04)
ახალი მწვერვალების დაპყრობის დროა!


გასულ წელს ბევრი იშრომე და იწვალე, ამისათვის ყოჩაღ! შეიძლება ფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი არაფერი გაგიკეთებია მაგრამ არ იდარდო, მომავალი შენია! თავად ვირთხა საკმაოდ მშრომელია და ყველაფერს თავისით აღწევს. ნუ გაჩერდები, გააგრძელე დამოუკიდებლად შრომა, წინ უამრავი დასაპყრობი მწვერვალია!


კურო (21.04 - 20.05)
ოცნებების ასრულების დროა!


კურო თავიდან ფეხებამდე რეალისტია. ალბათ ამიტომაცაა, რომ დიდად მეოცნებე არაა და არც ფანტაზიორობს ბევრს. თუმცა ეს წელი ყველაფერს შეცვლის! ამ წელს გელის კარიერული და ფინანსური წინსვლა. თუ კი, რაიმე საინტერესო შემოთავაზებები გექნება უარი არ თქვა! რადგან ეს ზუსტად ის პერიოდია, როცა უნდა გარისკო!


ტყუპები (22.05 - 21.06)
დატკბი ცხოვრებით!


ზოგადად ტყუპები ძალიან პოზიტიური ზოდიაქოს ნიშანია, ვირთხა კი უფრო თავშეკავებულია. ალბათ ამიტომაცაა, რომ წელს ტყუპებს არაფერი განსაკუთრებული არ ელოდებათ. შეეცადე დატკბე ცხოვრებით და არ დაკარგო ის პოზიტივი, რაც ბუნებრივად გაქვს. ბევრი იმოგზაურე და გაიცანი ახალი ადამიანები, ეს დაგეხმარება, რომ 2020 წელს მოწყენილად არ იყო.


კირჩხიბი (22.06 - 22.07)
დაიბრუნე ყველაფერი, რაც შენთვის ძვირფასია!


კირჩხიბს ამ წელს საშუალება ექნება დაუბრუნდეს მიტოვებულ საქმეებს და დაიბრუნოს ის, რაც წინა წლებში დაკარგა. მაგალითად: აღადგინე დასრულებული ურთიერთობები, გააგრძელე წამოწყებული და შუა გზაზე მიტოვებული საქმეები და ა.შ.


ლომი (23.07 - 22.08)
ნუ ჩამოყრი ყურებს!


ლომებისთვის 2020 წელი მარტივი არ იქნება. მოგიწევს მაქსიმალურად მობილიზდე და დაიწყო საკუთარი თავის განვითარება. კარგი იქნება თუ ახალ პროფესიას დაეუფლები და შეისწავლი რამე ახალს. ასევე, მოგიწევს სანაცნობო წრის შეცვლა, შეიძლება ქვეყნისაც კი. მოკლედ, დიდი ცვლილებების წელი გელის. რთული, თუმცა ახალი აღმოჩენებით სავსე!


ქალწული (23.08 - 22.09)
ოჯახური ბედნიერების დროა!


ქალწულებისთვის არაჩვეულებრივი პერიოდია პირადი ურთიერთობების დასალაგებლად. (მგონი გეშველა!) თუ კი წინა წლებში შენს საყვარელ ადამიანთან უთანხმოებები მოგდიოდა, წელს ყველაფერი დალაგდება. თუ საყვარელი ადამიანი არ გყავს, 2020-ში გეყოლება, ხოლო თუ გყავს - დაოჯახდებით, თუ კი დაოჯახებული ხარ დროა მატებაზე იფიქრო. მოკლედ, არაჩვეულებრივი ოჯახური წელი გელის.



სასწორი (23.09 - 23.10)
ჰარმონიის დროა!


წინა წლებში სასწორების ცხოვრება სრულ რუტინად იქცა. სახლი-სამსახური, სამსახური-სახლი... არავითარი რომანტიკა! წელს ყველაფერი სასიამოვნოდ შეიცვლება. ბევრს დაისვენებ, ბევრი სიახლეები გექნება, რომანტიკაც გექნება და სრული ჰარმონიაც. დიახ! ეს ისაა, რაზეც ამდენი წელია ოცნებობდი.



მორიელი (24.10 - 22.11)
საცხოვრებლის შეცვლის დროა!


ცხოვრების ინტერესი დაკარგე? სამსახური უკვე მოსაბეზრებელია? გარშემო ყველა გაღიზიანებს? 2020 წელი ამ ყველაფრის შეცვლისათვის არაჩვეულებრივი პერიოდია. ნუ მიაქცევ ყურადღებას იმას, რომ ვირთხას ცხოვრების რიტმის შეცვლა არ უყვარს. შენ ხომ მორიელი ხარ, ე.ი. არ ემორჩილები წესებს! შეცვალე ყველაფერი, რაც უბედურს გხდის. გამოცვალე საცხოვრებელი ადგილი, სამსახური და საერთოდ გარემო. აკეთე ის, რაც გინდა, სადაც გინდა, როგორც გინდა და როცა გინდა!



შვილდოსანი (23.11 - 21.12)
საბედისწერო შეხვედრის დროა!


მანამ, სანამ სხვები ისვენებენ, მშვილდოსნები ცხოვრებით ტკბებიან, თუმცა მათ ცხოვრებას ერთი მნიშვნელოვანი დეტალი აკლია. 2020-ში შენ ამ დეტალს აუცილებლად შეხვდები. დიახ! ეს იქნება საბედისწერო შეხვედრა, რომელიც მთელს შენს ცხოვრებას ამოაყირავებს (სასიამოვნოდ). შეიძლება საცხოვრებელი ადგილის შეცვლაც კი მოგიწიოს, ან ცხოვრების სტილის. მოკლედ რომ ვთქვათ საკმაოდ დინამიკური წელი გელის.



თხისრქა (22.12 - 20.01)
საკუთარ თავზე ფიქრის დროა!


ძალიან ბევრი დრო დახარჯე სხვებზე ფიქრსა და დარდში. იმაზე თუ როგორ არიან სხვები, რამე ხომ არ სჭირდებათ, რითი შეგიძლია დაეხმარო და საერთოდაც, როგორ გადაყვე თავზე. ახლა კი დროა შენს თავსაც მიხედო. წელს მოგიწევს მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრო. აიხდინო ოცნებები, იმოგზაურო, აკეთო ის, რაც შენ გიყვარს, იყო მართან, ვინც შენ გიყვარს. მოკლედ, შენ, შენ და შენ! ეს არის 2020 წლის საზრუნავი.



მერწყული (21.01 - 19.02)
მოახდინე კონცენტრაცია ყველაზე მნიშვნელოვანზე!


მერწყულებს რთული და დაძაბული წელი ელით. არ იღელვო, ეს არ გამორიცხავს საინტერესო სიახლეებსა და ამბებს. წელს იმ მიზნებს მიაღწევ, რაზეც უკვე მრავალი წელია მუშაობდი. საკმაოდ კარგი პერიოდი გელის, მთავარია მოახდინო კონცეტრაცია ყველაზე მთავარზე და არ მიედ-მოედო ყველაფერს ერთდროულად. იყავი: უხეში, გაბედული, თამამი და ყველაფერი გამოგივა!



თევზები (20.02 - 20.03)
მეტი პოზიტივი თევზებო!


როგორიც არ უნდა იყოს 2020 წელი, შენთვის მოსაწყენი ნამდვილად არ იქნება. ვირთხა დაგეხმარება პოტენციალის განვითარებაში. აღმოაჩენ და წამოიწყებ ახალ ან ძველ მივიწყებულ საქმიანობას. წელს ასევე ისწავლი, როგორ გაუმკლავდე პრობლემებს და ყველაფერში ნათელი მხარე დაინახო!


წყარო: horoskopi.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.