არჩევნები 2016
როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ჩიზქეიქი - რეცეპტი
ჩიზქეიქი, იგივე ყველის ნამცხვარი, ანუ ტკბილი დესერტი შედგება ერთი ან მეტი ფენისგან.

ჩიზქეკის სამშობლოდ ძველი საბერძნეთი ითვლება. სახელწოდება ჩიზქეიკი გაჩნდა ინგლისში მე-15 საუკუნეში, აქამდე იხმარებოდა მისი ბერძნული ან რომაული სახელწოდებები. გლობალური პოპულარობა ჩიზქეიკმა ამერიკაში გავრცელების შემდეგ მოიპოვა, სადაც მას ევროპიდან გადასახლებული პირველივე ოჯახები ამზადებდნენ.


როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ჩიზქეიქი?

გთავაზობთ ინგრედიენტებს და მისი მომზადების წესს.




შემადგენლობა:


150 გრ ორცხობილა
100 გრ კარაქი
1/4 ჩ.კ მარილი
2 კვერცხი
500 გრ ხაჭო
100 გრ თეთრი შოკოლადი
3 სუფრის კოვზი არაჟანი
1 ლიმონის ცედრა
1/3 ლიმონის წვენი
2 სუფრის კოვზი მანანის ბურღული
3 სუფრის კოვზი ჟოლოს მურაბა
ჟოლო გაფორმებისთვის.



მომზადება:


დაფხვენით ორცხობილა, დაუმატეთ გამდნარი კარაქი და მარილი, აურიეთ და მოათავსეთ გამოსაცხობ ტაფაზე, სადაც საცხობი ქაღალდია დაფენილი.

ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად, დაუმატეთ ცედრა და ლიმონის წვენი, მარილი, დაბლენდერებული ხაჭო,არაჟანი, გამდნარი შოკოლადი და მანანის ბურღული – ავურიოთ კარგად. ორცხობილის ფენას თანაბრად წავუსვათ ჟოლოს მურაბა და ზემოდან დავასხათ ხაჟოს მასა.

გამოაცხვეთ 30-40 წუთი 200 გრადუსიან ცეცხლზე, შემდეგ მოაყარეთ ჟოლო, გააგრილეთ და ცოტა ხნით შეგიძლიათ მაცივარშიც შედოთ. შემდეგ, მიირთვით გემრიელად.



გაგვიზიარეთ თქვენი რეცეპტიც!
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.