რიკოთის მაგისტრალური გზის 27-კილომეტრიანი მონაკვეთი იხსნება
რიკოთის მაგისტრალური გზის
27-კილომეტრიანი მონაკვეთი იხსნება.
რიკოთის მაგისტრალური გზის ახალი 4-ზოლიანი მონაკვეთი ხარაგაულის
მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან იწყება და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის
დაბა შორაპანთან მთავრდება.
პროექტი მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს მოიცავს - მაგისტრალური გზის
ახალი მონაკვეთის გახსნასთან დაკავშირებით დღეს ღონისძიება გაიმართა,
სადაც სიტყვით გამოვიდა ირაკლი ღარიბაშვილი და თქვა, რომ ახალი გზის
გახსნა მოქალაქეებს "გადაადგილებას გაუადვილებს", ხოლო გადაზიდვები
"გაცილებით უფრო კომფორტული" გახდება.
"ვარ ძალიან გახარებული და ბედნიერი, რომ ასეთი მასშტაბური პროექტის
გახსნის ცერემონიაში ვიღებ მონაწილეობას - ყველამ კარგად ვიცით, რა
მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის მაგისტრალების,
გზების მშენებლობას და განსაკუთრებით, აღმოსავლეთ-დასავლეთის
მაგისტრალური გზის მშენებლობას. დღეის მდგომარეობით, 261 კილომეტრი
მაგისტრალი არის გახსნილი.
აქედან, 193 კილომეტრი მაგისტრალი ჩვენი მთავრობის დროს აშენდა და
გაიხსნა. ყველაზე რთული, გამოწვევებით აღსავსე მონაკვეთი იყო რიკოთის,
რომელიც მიჩნეული იყო და არის ყველაზე რთულ მონაკვეთად, მაგრამ თქვენ
უყურებთ, რომ აშენდა 4-ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალი და რა თქმა
უნდა, გრძელდება ეს პროცესი. ჩვენ დღეს საზეიმოდ გავხსენით 27
კილომეტრი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ რიკოთის მაგისტრალური გზა ჯამში 52
კილომეტრი იქნება - სულ შენდება 87 ხიდი და 51 გვირაბი. მისი თქმით,
დღეის მდგომარეობით, 48 გვირაბი გაჭრილია და 83 ხიდი აშენებულია.