ახალი ამბები
ორფოლოს პოლიგონზე საველე სწავლება დასრულდა
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონმა ორფოლოს პოლიგონზე გეგმიური ტაქტიკური ჯგუფის საველე სწავლება დაასრულა. საველე წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე საბრძოლო სროლებით დასრულდა.

სწავლების სცენარის მიხედვით, ასეულის ტაქტიკურმა ჯგუფმა ოპერაციის რაიონში შეაყოვნა პირობითი მოწინააღმდეგე, მოახდინა მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობის შენარჩუნება და კონტრშეტევის ოპერაცია განახორციელა. ოპერაციის შესრულებაში ქვედანაყოფს მხარს უჭერდა საინჟინრო, მექანიზირებული და საარტილერიო ბატარეა. ორკვირიან სწავლებაში მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.

ოთხი კვირის განმავლობაში ქვედანაყოფი მოემზადა საინჟინრო კუთხით, საარტილერიო ცეცხლის მანევრთან ინტეგრირებით ოპერაციების დაგეგმვასა და აღსრულებაში, ჯავშანტექნიკასთან ერთად კომბინირებულად მოქმედებებში, ასევე მცირე ჯგუფებად ოპერაციების შესრულებასა და მართვა-კონტროლის ზომების დახვეწასა და გაუმჯობესებაში.

სწავლის დასკვნით ეტაპს დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრო.

Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.