საზოგადოება
''ქვეყანა სრულად და მტკიცედ იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს''-ფინანსთა სამინისტრო
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, მედიაში გასული სიუჟეტი, სადაც მტკიცებით ფორმაში ითქვა, თითქოს ხელთ აქვთ ე.წ „უტყუარი მტკიცებულებები" თუ როგორ უპრობლემოდ აგვარებენ რუსეთის მოქალაქეები ავტომობილების გაყვანას კანონის გვერდის ავლით“ და რომ რუსეთი მკაცრ სანქციებს საქართველოს დახმარებით არიდებს თავს, სრული სიცრუეა.

უწყების განმარტებით, საქართველო სრულად და მტკიცედ იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს და არ არსებობს ამის საპირისპირო დამადასტურებელი არცერთი ფაქტი.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, საჭიროდ თვლის დამატებითი განცხადება გააკეთოს, საქართველოს მიერ სანქციების აღსრულების შესახებ მომზადებულ მორიგ სიყალბესთან დაკავშირებით და განმარტოს შემდეგი:

2023 წლის 14 ოქტომბერს, ტელეკომპანია ,,ფორმულას" მიერ, გადაცემა - ,,შაბათის ფორმულაში" გასული სიუჟეტი იყო ცალსახად, დეზინფორმაციული შინაარსის და მისი გავრცელება კიდევ ერთხელ ემსახურება მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობას.

აღნიშნულ გადაცემაში მტკიცებით ფორმაში ითქვა, თითქოს მათ ხელთ ჰქონდათ ე.წ „უტყუარი მტკიცებულებები" თუ როგორ უპრობლემოდ აგვარებენ რუსეთის მოქალაქეები ავტომობილების გაყვანას კანონის გვერდის ავლით“ და რომ რუსეთი მკაცრ სანქციებს საქართველოს დახმარებით არიდებს თავს, არის სრული სიცრუე და თავად მედია საშუალების მიერ შექმნილი ყალბი პროპაგანდა.

ასევე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრის ოპერატორის მიერ, მიწოდებული ინფორმაცია ავტორების მიერ არის არასრულად გავრცელებული და მოკლებულია ობიექტურ/მაიდინტიფიცირებელ განმარტებას. კონსულტაციის მიმდინარეობისას ოპერატორის მიერ, დეტალური ინფორმაციის გაცნობის მიზნით, მოხდა შემოსავლების სამსახურის შესაბამისი საინფორმაციო ბმულის მიწოდება.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველო სრულად და მტკიცედ იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს და არ არსებობს ამის საპირისპირო დამადასტურებელი არცერთი ფაქტი.

ამასთან, რათა არ მოხდეს, უწყების მიერ, უკვე არაერთგზის, გავრცელებული განცხადებების/განმარტებების შინაარსის კვლავ დუბლირება გთხოვთ, იხილოთ შემდეგი ბმულები:

https://rs.ge/Callcenterguides?Listofsanctionedgoods,personsandcompanies&guid=0641DC256C2915E9E0637A0214AC6D8B

https://rs.ge/NewsArchive?newsId=1062

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ინფორმაციის გავრცელების მაღალი სტანდარტის შესაბამისად, მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ საზოგადოებისთვის მცდარი ფაქტების მიწოდებისგან, უწყებისა და ქვეყნის დისკრედიტაციისგან“,- ნათქვამია განცხადებაში
Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.