ჰოროსკოპი
3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც 2021 წელს ბედნიერები იქნებიან
ვის გაუღიმის ბედნიერება 2021 წელს.


2020 წელი მთელი მსოფლიოსთვის მძიმე იყო. ამიტომაც ახლა ყველას 2021 წლის იმედი აქვს. არიან იღბლიანი ადამიანებიც, რომელთათვისაც ვარსკვლავებმა რაღაც განსაკუთრებული მოამზადეს. ასტროლოგების პროგნოზით, ზოდიაქოს სამი ნიშნისთვის ეს წელი ბედნიერების მომტანი იქნება.



ეს წელი მერწყულში მთავრდება. ეს არის დიდი სოციალური ცვლილებების დრო, რომლებიც ღრმა თანაგრძნობასა და მოთმინებაზეა დაფუძნებული. ამიტომაც, სწორედ ის ზოდიაქოს ნიშნები, რომლებისთვისაც უკეთესობისკენ ცვლილებები, სითამამე და თანაგრძნობა არის დამახასიათებელი, 2021 წელს ნამდვილ მწვერვალებს დაიპყრობენ.



ტყუპები

თუ თანაგრძნობა, სიმამაცე და იდეალიზმი მომავალ წელს აუცილებელი თვისებები იქნება, მაშინ ტყუპები ნამდვილად იღბლიანები გახდებიან. ამ ნიშანს შეუძლია სირთულეებისთვის თვალის გასწორება და უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა. სოციალური ცვლილებები, რომლებიც ხდება, არის ამ ნიშნისთვის მოედანი, არაჩვეულებრივი ენერგიის შესაქმნელად.



ტყუპები 2021 წელს ნამდვილ სიყვარულს ნახავენ. ფულიც მათთან ერთად იქნება და ინტუიციაც არ უღალატებს.



სასწორი

სასწორი 2020 წლის მიერ მოტანილ რეალობას არც ისე კარგად უმკლავდებოდა. ყოველთვის მომღიმარი და ოპტიმისტური სასწორი სხვებისგან თავის გრძნობებს მალავდა. იმის მიუხედავად, რომ სასწორი თავქარიანი და უბრალო ჩანს, გულის სიღრმეში ყოველთვის ცეცხლი უნთია.



ეს წელი სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის ძალიან წყნარი და ორგანიზებული იქნება. ისინი ამოსუნთქვას შეძლებენ და ახალ წელს თავის თავს იპოვიან. მატერიალური საკითხები მოგვარდება, სამუშაოზეც წარმატებულები იქნებიან. და სიყვარული..?



სასწორი ნებისმიერ ურთიერთობებს ძალიან დიდხანს და ღრმად განიცდის, მაგრამ ის ამას საერთოდ არ აჩვენებს. თუმცა, 2021 წელი რეალური და ფასეული ურთიერთობების წელი გახდება. შესაძლოა, სასწორი ამ წელს საბოლოოდ ისწავლის მიჯაჭვულობის გამოვლენას.



მორიელი

მორიელი 2020 წელს დიდი შემსუბუქებით დაემშვიდობება. გულის სიღრმეში, თითოეულმა მორიელმა კარგად იცის, რომ მომავალი წელი მას ეკუთვნის. და ეს სიმართლეა.



2021 წელი მორიელების ნერვებისთვის მშვიდობას და ნუგეშს მოიტანს. უსაფრთხოების, სიხარულის და მხიარულების გრძნობა- მომავალი წლის ატმოსფეროა.



მორიელები ამ წელს ძალიან სერიოზულ ურთიერთობებს ალბათ არ დაამყარებენ. მათგან რომანტიკას უფრო უნდა ელოდოთ, ვიდრე სერიოზულ და ხანგრძლივ სიყვარულს. და ეს ძალიან კარგია, რადგანაც ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ მორიელს ნამდვილად სჭირდება დასვენება და უბრალოდ სიცოცხლით ტკბობა. ეს წელი დიდი საქმეებით მდიდარი არ იქნება, მაგრამ ის ოდნავ სიმშვიდეს შემოიტანს 2020 წლის მიერ მორიელის შერყეულ სამყაროში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.