ეს საინტერესოა
თბილისის ზოოპარკი ჰიპოპოტამი ბეგის "დაოჯახებას" გეგმავს
თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კი ჰი­პო­პო­ტა­მი ბე­გის­თვის მდედ­რი ჰი­პო­პო­ტა­მე­ბის ("მეუღლეებს") ჩა­მოყ­ვა­ნას გეგ­მავს.
ზოოპარკში აცხადებენ, რომ ჰი­პო­პო­ტა­მე­ბის ჩამოყვანასთან და­კავ­ში­რე­ბით მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მას შემ­დეგ და­ი­წყე­ბა, რაც ახა­ლი ზოოპარკის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აფ­რი­კუ­ლი სა­ვა­ნი­სა და, შე­სა­ბა­მი­სად, ჰიპოპოტამებისთვის ვო­ლი­ე­რე­ბის აშე­ნე­ბას და­ი­წყე­ბენ.

"ახლა ვა­კე­თებთ მტა­ცე­ბე­ლი ფრინ­ვე­ლე­ბის ავი­ა­რი­უმს. ავი­ა­რი­უ­მის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, აფ­რი­კის სა­ვა­ნის აშე­ნე­ბა იგეგ­მე­ბა. მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე უკვე და­ვი­წყებთ ფიქრს ჟი­რა­ფე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა­ზეც. ჩვე­ნი ფი­ნან­სე­ბი მხო­ლოდ იმის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძლევს, რომ წე­ლი­წად­ში მაქ­სი­მუმ ერთი ან ორი ვო­ლი­ე­რი ავა­შე­ნოთ.

ბო­ლოს ჩამოვიყანეთ და­სავ­ლეთ და აღ­მო­სავ­ლეთ კავ­კა­სი­უ­რი ჯიხ­ვე­ბი და დომ­ბა, რომ­ლე­ბიც ახალ ზო­ო­პარკში გან­თავ­სდნენ. მათ­თან ერ­თად ახალ ზო­ო­პარკში უკვე არი­ან: დათვები, მგლე­ბი, ირ­მე­ბი, ნი­ა­მო­რე­ბი,
ფო­ცხვე­რე­ბი და აფრიკული მო­ხა­ტუ­ლი ძაღ­ლე­ბი.

ჩვენ ცხოვ­რელს არ ვყი­დუ­ლობთ, ჩვენ ცხო­ველს გვჩუქ­ნი­ან და ამ ცხო­ველს, ბუნებრივია, უნდა და­ვახ­ვედ­როთ ვო­ლი­ე­რი, სა­დაც გან­თავ­სდე­ბი­ან. როცა ვი­წყებთ ხოლ­მე მო­ლა­პა­რა­კე­ბას, პირ­ველ ყოვ­ლი­სა ვწყვეტთ, რა სა­ხე­ო­ბა გვინ­და შევ­მა­ტოთ ზო­ო­პარკს, არ­სე­ბობს კო­ლექ­ცი­ის გეგ­მა, რა­ტომ გვინ­და გვყავ­დეს ესა თუ ის ცხო­ვე­ლი. შემ­დეგ მი­დის ამ სა­ხე­ო­ბის მო­ძი­ე­ბა და, პა­რა­ლე­ლუ­რად, ამ ვო­ლი­ე­რის მშე­ნებ­ლო­ბა.

ჯერ გა­დარ­თუ­ლე­ბი ვართ ავი­ა­რი­უ­მის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და რად­გან, უსახ­სრო­ბის გამო, პა­რა­ლე­ლუ­რად ბევრ რა­მეს ვერ ვა­კე­თებთ ერ­თად, ჯერ­ჯე­რო­ბით უახ­ლო­ეს მომავალში რა­ი­მე ახ­ლის ჩა­მოყ­ვა­ნა არ იგეგ­მე­ბა. თუმ­ცა, გვსურს ჩვე­ნი ჰიპოპოტამისთვის მდედ­რი ჰი­პოს ჩა­მოყ­ვა­ნა. გვყავს უკვე კან­დი­და­ტუ­რე­ბიც. ამ ეტაპ­ზე ვერ ჩა­მოგ­ვყავს, იმი­ტომ რომ არ­სე­ბუ­ლი სივ­რცე, რო­მელ­შიც ახლა არის ჩვე­ნი ბეგი მო­თავ­სე­ბუ­ლი, არ არის საკ­მა­რი­სი არა­თუ ორი და სა­მის­თვის, ერ­თის­თვი­საც კი. სა­მო­მავ­ლოდ, გვინ­და, რომ გა­ვამ­რავ­ლოთ"


წყარო: ambebi.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.