უცნაურ კადრებს ავრცელებს Twitter-ის მომხმარებელი @Kaydi_K. .. ეს
არის კუნძული ლონგ-აილენდი, ბაჰამა, და როგრც ხედავთ აქ ოკეანე
გამქრალია,“ , - წერს იგი სოციალურ ქსელში და მის მიერ გადაღებულ
ვიდეოს ტვირთავს.
კადრებში ჩანს დამშრალი ოკეანის სანაპირო, რომელსაც ქარიშხალმა
გადაუარა და ოკეანიდან წყალი გააქრო.
თვითერის მომხმარებლები ამ მოვლენას ქარიშხალ ,,ირმას“ უკავშირებენ,
რომელიც ატლანტის ოკეანეში თავს დაატყდა ბაჰამის კუნძულებს. ბაჰამის
კუნძულები ინგლისურენოვანი ქვეყანაა, რომელიც კუბის სიახლოვეს
მდებარეობს. ის 700-ზე მეტი დიდი და მომცრო კუნძულებისგან
შედგება.
ბაჰამის კუნძულების კლიმატი სუბტროპიკულიდან ტროპიკულში გარდამავალია
და მნიშვნელოვნადაა შერბილებული გოლფსტრიმის დინების წყლის გავლენით,
განსაკუთრებით ზამთარში.
თუმცა ეს ფაქტი ხშირად ძალიან სახიფათოა ზაფხულსა და შემოდგომაზე,
როდესაც კუნძულების ან მათ სიახლოვეს ქარიშხლები ქრის.
1992 წლის ატლანტიკური ქარიშხლების სეზონის დროს, ჩრდილოეთ კუნძულებს
ქარიშხალმა ენდრიუმ შეუტია, 1999 წელს უმრავლეს კუნძულს გადაუარა
ქარიშხალმა ფლოიდმა, 2011 წელს კი ქარიშხალმა აირინმა არქიპელაგი
მთლიან სიგრძეზე გადაკვეთა. 2017 წლის სექტემბერი კი ბაჰამის
კუნძულების ისტორიაში სწორედ ამ უცნაური მოვლენით შევა, რომელიც
ქარიშალმა ,,ირმამ“ გამოიწვია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.