საზოგადოება
ახალციხეს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი სადგური დაემატა
ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს ქალაქ ახალციხეში ახალი ავტომატური სადგური დაემატა.

ახალი სადგური ახალციხეში გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ვასილ გედევანიშვილმა და შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანნა ლიბერგმა გახსნეს.

„გარემოს ეროვნული სააგენტო, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოებას აგრძელებს. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი. დღეიდან, ჰაერის ხარისხის მონაცემების მიღებას ახალციხის სადგურიდანაც შევძლებთ. ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, შევძლებთ შევასრულოთ საერთაშორისო ვალდებულებები, ამასთან მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჰაერის ხარისხის მონაცემებზე ხელმისაწვდომობა, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ვასილ გედევანიშვილმა.

შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ანნა ლიბერგმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია როგორც ჰაერის, ისე ზოგადად, გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება ქვეყანაში.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში, ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად, ვითარდება ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი, რომელიც მოიცავს როგორც მობილურ, ისე სტაციონარულ სადგურებს. შესაბამისად, იზრდება ჰაერის ხარისხის მონაცემებზე ხელმისაწვდომობა. ამასთან, მონაცემები ყველასთვის არის ღია და გამჭვირვალე. ჩვენ ქვეყნებს შორის კვლავ გაგრძელდება თანამშრომლობა მეტი შედეგის მისაღწევად“, - განაცხადა მან.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით უკვე არსებულ 7 ავტომატურ და 2 მობილურ სადგურს, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, 8 ავტომატური და 1 მობილური სადგური დაემატა.

ახალი სადგურებიდან მიღებული მონაცემები, ეტაპობრივად, სააგენტოს პორტალზე www.air.gov.ge აისახება.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი ავტომატური სადგურის შეძენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში განხორციელდა.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე
Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.