ეს საინტერესოა
ინდოეთში კორონავირუსს ძროხის ფეკალიებით ებრძვიან
ინდოელი ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ არ გამოიყენონ ძროხის განავალი კორონავირუსის სამკურნალოდ, რადგანაც არ არსებობს არანაირი მეცნიერული მტკიცებულება და კვლევა, რომელიც დაადასტურებდა, რომ ფეკალიები ვირუსის პრევენციას უწყობს ხელს.
უფრო მეტიც, პირიქით, შესაძლოა, ყოველივემ სხვა დაავადებების გავრცელება გამოიწვიოს.

აღნიშნულის შესახებ სააგენტო "როიტერსი“ წერს.

მეცნიერებმა მიმართვა მას შემდეგ გაავრცელეს, რაც ინდოეთში, კორონავირუსის თავიდან არიდების მიზნით, სულ უფრო მეტმა ადამიანმა დაიყწყო ძროხის ფეკალიების გამოყენება , ისინი განავალს სხეულზე ისვამენ.

ეს პრაქტიკა განსაკუთრებით გავრცელდა დასავლეთ ინდოეთში, გუჯარათის შტატში, სადაც ზოგიერთი მორწუნე დაახ¬ლოებით ერთ კვირას ატარებს ძროხების სადგომში. ამ პერიოდში ისინი ძროხის ფეკალიებს სხეულზე ისვამენ და სჯერათ, რომ ყოველივე იმუნურ სისტემას აუმჯობესებს და თუ კორონავირუსით დაინფიცირდებიან, დაავადებას მარტივად დაამარცხებენ.

ინდოეთს კორონავირუსის მეორე ტალღამ უდიდესი ზიანი მიაყენა. იქ კორონავირუსის 22,9 მილიონი შემთხვევაა აღწერილი, გარდაცვლილია 250 000-ზე მეტი პაციენტი.


Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.