ეს საინტერესოა
ყველაზე უჩვეულო მცენარეები
დედამიწაზე დაახლოებით 391 000 სხვადასხვა სახეობის მცენარეა ცნობილი. ეს, რა თქმა უნდა, სრული სია არ არის. სიცოცხლე წარმოუდგენლად მრავალფეროვანია და მეცნიერები ყოველწლიურად დაახლოებით 2 000-მდე ახალ მცენარეს აღწერენ.
ახლა კი განსაკუთრებით გამორჩეულ, იშვიათი უნარების მქონე მცენარეებს წარმოგიდგენთ.

ღამით მოყვავილე კაკტუსი




ღამით მოყვავილე კაკტუსები წაგრძელებული სხეულის მქონე კაკტუსების (ceroid cacti) ჯგუფს მიეკუთვნებიან. მათ ზოგჯერ ღამის პრინცესას ან ღამის დედოფალსაც უწოდებენ. ამ კაკტუსების დიდი ნაწილი წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ერთი ღამით ყვავილობს. ყვავილი, როგორც წესი, შუაღამით იხსნება, დილით კი ის უკვე ლპობის პროცესშია. ღამით მოყვავილე კაკტუსების ყვავილი თითქმის ყოველთვის თეთრი, ან ძალიან მკრთალად შეფერადებულია. მათ ასევე ძლიერი სურნელი ახასიათებთ. ერთ გეოგრაფიულ არეალში არსებული კაკტუსები კი, როგორც წესი, ერთ ღამეს ყვავილობენ.

ცოცხალი ქვები



ლითოპსები სუკულენტების გვარს მიეკუთვნებიან და მათი ბუნერივი გავრცელების არეალი სამხრეთ აფრიკაა. ამ მცენარეების მთავარი დამახასიათებელი ნიშანი მათი გარეგნობაა. ისინი ქვებს წააგავენ, რითაც მტაცებლებისგან ინიღბებიან და თავის გადარჩენას ახერხებენ.
ლითოპსები საკუთარი გარეგნობის გამო საკმაო პოპულარობით სარგებლობენ, რის გამოც მას სახლში მრავალი ადამიანი ზრდის. შემოდგომაზე მცენარე ყვავის, რა დროსაც ის თეთრი, ან ყვითელი ფერის ლამაზ ყვავილს იკეთებს.

მორცხვი მიმოზა

მორცხვი მიმოზა


მორცხვი მიმოზა მრავალწლიანი ყვავილოვანი მცენარეა. მას ერთი უჩვეულო თვისება ახასიათებს, ხელით შეხებისას ის საკუთარ ფოთლებს კეცავს, ამით მიმოზა საკუთარი თავის დაცვას ცდილობს. რამდენიმე წუთში კი ფოთლები საწყის მდგომარეობას უბრუნდება.

.ჭინჭრის ხე

Dendrocnide moroides

ფოტო: Cgoodwin

ჭინჭრის ხის განსაკუთრებული თვისება ციცქნა შხამიანი ბუსუსებით დაფარული ფოთლებია. ეს მცენარე, რა თქმა უნდა, ავსტრალიაში გვხვდება და ადგილობრივად გავრცელებულ შხამიან მცენარეებს შორის მას ყველაზე ძლერმოქმედი ნეიროტოქსინი გააჩნია.



ტოტებსა და ფოთლებთან უბრალო შეხებაც კი გაუსაძლის ტკივილს იწვევს, რომელიც, შესაძლოა, რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გაგრძელდეს.

საინტერესო ისაა, რომ დასუსხული ადგილი მგრძნობიარე თვეების, ზოგჯერ კი წლების განმავლობაში რჩება. ტკივილი კი წყლის მოხვედრისას, შეხებისა და ტემპერატურის ცვლილებისას კვლავ ახლდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.