კაცი, რომელიც მოწევისათვის თავის დანებებას ცდილობდა მილიონერი გახდა
63 წლის ჯონ მაკფადენი ბრიტანეთის
ქალაქ საუთჰემპტონიდან მოულოდნელად მილიონ 400 000 დოლარით
გამდიდრდა,
მაკფადენმა, რომელიც სიგარეტის
მოწევას თავს ანებებდა გადაწყვიტა სპეციალურ მაღაზიაში ელექტრონული
სიგარეტისთვის უნიკოტინო სითხე შეეძინა, ხურდაში კი მამაკაცმა
გადასაფხეკი ლატარიის ბარათი წამოიღო.
სახლში მისულმა მაკფადენმა დამცავი ფენის გადაფხიკა და აღმოაჩინა,
რომ ჯეკპოტის ერთი მილიონ ოთხასი ათასი დოლარის მფლობელი
გახდა.
იღბლიანმა ბრიტანელმა ლატარიის ორგანიზატორებს მიმართა და აპრილის
დასაწყისში ნანატრი ჩეკი მიიღო.
მაკფადენი, რომელიც ხორცის მიმწოდებლად მუშაობს, არ აპირებს სამუშაოს
დატოვებას, მაგრამ აპირებს შეამციროს სამუშაო საათები, რომ უფრო მეტი
დრო ოჯახთან ერთად გაატაროს.