სამარხვო ტოლმა სოკოთი
მარხვაში საკვები მრავალფეროვანი და
გემრიელი უნდა იყოს. ეს კერძი სწორედ ასეთია. თან
ნოყიერიცაა და იოლად მზადდება, დამზადების დრო: 1
სთ.
ინგრედიენტები:
* სოკო 300-350გრ;
* ბრინჯი 100გრ;
* ხახვი 1-2თ;
* სტაფილო 1-2ც;
* პომიდორი 500გრ;
* მწვანილი გემოვნებით;
* ზეთი 2ს/კ;
* მარილი 0,5ჩ/კ;
* კომბოსტო 1თ;
მომზადების წესი:
გავასუფთავოთ ხახვი და სტაფილო. გავრეცხოთ და შევაშროთ სოკო. დავჭრათ
ყველაფერი წვრილად. ტაფაში ჩავასხათ ზეთი და მოვხრაკოთ სოკო
ბოსტნეულთან ერთად. მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი. გავრეცხოთ
ბრინჯი და მარილწყალში მოვხარშოთ. კომბოსტოს მოვაცილოთ გარეთა
ფურცლები, ამოვაჭრათ შუა მკვრივი ადგილი და ჩავდოთ მდუღარე წყალში 4-5
წუთით. შემდეგ თანდათან მოვაცილოთ დარბილებული ფოთლები, ავაჭრათ
მკვრივი ადგილი. ღრმა ჯამში ერთმანეთს შევურიოთ ბრინჯი, მოხრაკული
სოკო, დავამატოთ სურვილისამებრ, სანელებლები. ავირიოთ კარგად. ავიღოთ
კომბოსტოს ფურცელი, შუაში ჩავუდოთ ფარში და გადავახვიოთ. პომიდორს
დავასხათ ადუღებული წყალი და კანი მოვაცილოთ, დავჭრათ და მოვშუშოთ,
ოდნავ ფქვილი დავამატოთ, მარილი მოვაყაროთ. ჩავაწყოთ საცხობ ფორმაში,
დავასხათ ტომატის სოუსი, შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე 35-40 წუთით.
გემრიელად მიირთვით!