იაპონიაში საკურას ყვავილობის სეზონი დაიწყო
იაპონიაში საკურას ყვავილობის სეზონი
დაიწყო. ეს მოვლენა იაპონიისთვის მეტად მნიშვნელოვანად მიიჩნევა,
როგორც კულტურული, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.
იაპონიაში ალუბლის ყვავილობის სეზონს ტრადიციულად ტურისტების დიდი
რაოდენობა სტუმრობს, 2019 წელს პანდემიამდე ამომავალი მზის ქვეყანაში
8 მლნ ტურისტი ჩავიდა, რამაც იაპონიის ტურიზმის სექტორს.დაახლოებით (6
მლრდ დოლარი) მოუტანა.
კორონავირუსის პანდემიის გამო საკურას ყვავილობის წლევანდელი სეზონი
ტურისტების გარეშე ჩაივლის.
იაპონური ალუბალი დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ყვავის და
მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ სეზონურ დღესასწაულად
მიიჩნევა.