ლომვეშაპს გრენლანდიაში ყინულზე დაეძინა და ირლანდიაში გაეღვიძა
22:31 / 15.03.2021
მარტის შუა რიცხვებში, ირლანდიის
სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან, ატლანტის ოკეანეში, კუნძულ ვალენტიაზე
ადგილობრივებმა უჩვეულო სტუმარი შენიშნეს.ალან ჰულიხანმა, რომელიც ხუთი წლის
ქალიშვილთან ერთად სანაპიროზე დადიოდა, სმარტფონით გადაიღო დიდი
ლომვეშაპი, რომელიც წყლიდან ამოვიდა და ნაპიროს კლდეზე წამოწვა.
საზღვაო ბიოლოგისა და ადგილობრივი აკვარიუმის დირექტორის კევინ
ფლენერის აზრით, ეს არის ირლანდიის ისტორიაში პირველი არქტიკის
ვიზიტორი. სპეციალისტი ფიქრობს, რომ სავარაუდოდ, ლომვეშაპს მოზრდილ
ყინულზე დაეძინა და დრეიფით გრენლანდიიდან ატლანტის ოკეანეის შუა
ნაწილში მოხვდა.
ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, ლომვეშაპი ალბათ ძალიან დაღლილი და
მშიერი იყო, ამიტომ ბიოლოგმა ადგილობრივებს სთხოვა, ხელი არ შეეშალათ
ცხოველისთვის ან მასთან ძალიან ახლოს არ მისულიყვნენ. სპეციალისტები
ვარაუდობენ, რომ დასვენების შემდეგ, უჩვეულო სტუმარი შეძლებს საკუთარი
ძალების მოკრებას სახლში დამოუკიდებლად დაბრუნებას, წერს
Independend
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.