ეს საინტერესოა
მსოფლიო ქალთა საერთაშორისო დღეს 110-ედ აღნიშნავს
წელს, მსოფლიო 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს 110-ედ აღნიშნავს. პოსტსაბჭოთა სივრცის მიღმა, ეს თარიღი ნაკლებად პოპულარულია, თუმცა გაეროს მიერ აღიარებულია, როგორც მნიშვნელოვანი დღე.
როდის და როგორ გაჩნდა ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა? 8 მარტი დღესასწაულია თუ პროტესტი? რატომ გახდა საჭირო მისი აღნიშვნა.

1 მაისის მსგავსად, 8 მარტის იდეაც მუშათა მოძრაობიდან მოდის და ამერიკული ფესვები აქვს

1908 წელს ნიუ – იორკში 15 000-მდე ქალი გაიფიცა , ისინი მოითხოვდნენ უფრო მოკლე სამუშაო საათებს, მაღალ ხელფასებს და ხმის მიცემის მაღალ უფლებებს (შტატების უმეტესობაში ქალებმა ეს შეიძინეს 1920 წელს, როდესაც აშშ – ს კონსტიტუციაში მე –19 შესწორება მიიღეს). მომდევნო წელს, ამერიკის სოციალისტურმა პარტიამ წამოაყენა იდეა თებერვლის ბოლო კვირის სამუშაო დღის, ქალთა დღედ გამოცხადების შესახებ.

1910 წლის აგვისტოში, კოპენჰაგენში გამართულ კონფერენციაზე, ცნობილმა გერმანელმა სოციალ-დემოკრატმა აქტივისტმა კლარა ცეტკინმა მოითხოვა ქალთა თანასწორობისა და ემანსიპაციის ბრძოლის საერთაშორისო დღის დაარსება, რასაც 17 ქვეყნის ასმა მონაწილემ მხარი დაუჭირა,

ქალთა დღის აღნიშვნის კონკრეტული თარიღი კლარა ცეტკინს არ დაუსახელებია. 8 მარტი 1911 წელს პირველად აღინიშნა გერმანიაში, ავსტრია-უნგრეთში, დანიასა და შვეიცარიაში.

1975 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 8 მარტი, გამოაცხადა როგორც გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიღწევების აღნიშვნის დღე.

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.