ეს საინტერესოა
არქეოლოგებმა კარგად შემონახული რომაული ეტლი აღმოაჩინეს
იტალიის ქალაქ პომპეისთან ახლოს, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს "თითქმის დაუზიანებელი" რომაული ეტლი.
"აღმოჩენა, რომელსაც ანალოგი არა აქვს ქვეყანაში" ასე უწოდებენ.პომპეის არქეოლოგიური პარკის მკვლევარები ამ აღმოჩენას.

დიდი საზეიმო ოთხ თვლიანი ეტლი იპოვეს უძველესი აგარაკის Civita Giuliana- ს თავლების გვერდით, სადაც არქეოლოგებმა ცხენების ნაშთები ჯერ კიდევ 2018 წელს აღმოაჩინეს. იგი გაფორმებულია რკინის, ბრინჯაოს და კალის დეტალებით.

მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს ხის, თოკებისა და ყვავილების ნაშთები, რომლებიც ეტლს ამშვენებდა. მას იყენებდნენ განსაკუთრებულ შემთხვევებში - აღლუმებსა და სადღესასწაულო მსვლელობებს.
მკვლევარებმა ნამდვილ წარმატებას უწოდეს, რომ მძარცველებმა, რომლებმაც გვირაბი გათხარეს, უყურადღებოდ დატოვეს ის ოთახი, რომელშიც ეტლი თითქმის 2 ათასი წლის განმავლობაში იყო. პომპეი და მისი შემოგარენის დაახლოებით 20 ჰექტარი ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი.


Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.