ისტორიული ძეგლები
რას ამბობენ ხავსმოდებული ნანგრევები
ეს ფოტოები, ვარდგინეთში, წმ.გიორგის სახელობის ეკლესიის მახლობლადაა გადაღებული. ფოტოები ტელევიზიაში ადგილობრივმა ნინო გელაშვილმა გამოგვიგზავნა.

,, ჩვენთან არის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია, ის ძალიან ძველია. ამ ეკლესიასთან ახლოს არის ნანგრევები, რომელიც უფრო გალავანს უფრო ჰგავს. ჯერ კიდევ ჩანს თაღები და ოთახების მოყვანილობა. როგორც ბაბუასგან მსმენია, აქ სავარაუდოდ ბერები ცხოვრობდენ, ძალიან მინდა ეს ადგილი არქეოლოგებმა შეისწავლონ, ვფიქრობ საინტერესო მასალას იპოვიან" - გვწერს ნინო.



ეკლესიის შესახებ ინტერნეტში მასალები თითქმის არ მოიპოვება. ძალიან მწირი მასალაა დაცული ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. სადაც ვკითხულობთ:
,, წმ გიორგის სახელობის ეკლესია მდებარეობს ვარდგინეთის ჩრდილო-დასავლეთით, სოფლიდან 2 კმ-ში. ესაა გვიანი შუასაუკუნეების ძეგლი. ეკლესია დარბაზულია , ნაშენია მომწვანო ფერის , სხვადსხვა ზომის ქვებით. ინტერიერში აღმოსავლეთით ნახევარწრიული თაღია, ცენტრში სარკმელით, სარკმლის ზედა ნახევრის დონეზე კედელი მორღვეულია, ცენტრში ტრაპეზის ქვაა. ფასადებიდან მხოლოდ დასავლეთის ფასადია შემორჩენილი, დანარჩენი დაფრულია ფერდობიდან მოზღვავებული მიწით. "

მიწითაა დაფარული ნანგრევებიც, სადაც შემორჩენილია ქვევრების ნარჩენები.



,, ტაძრიდან დაახლოებით ერთი კილომეტრითაა დაშორებული ეს ნანგრევები, აქ არის ქვევრების ნარჩენები, ეს ქვევრები მოცულობით ისე დიდია, რომ ადრე შიგ ძროხა ჩავარდნილა, ფეხზე იდგა და მთლიანად იყო ქვევრში ჩამალულიო, ესეც ბაბუასგან გამიგონიაო - გვიამბობს ნინო.



ეს ნანგრევები დღემდე არავის შეუსწავლია. თუმცა, თუკი არქეოლოგები დაინტერესდებიან, შესაძლოა ჩვენი ტაძრების ისტორიას ვარდგინეთიდან ძალიან საინტერესო მასალა შეემატოს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.