წარმატებული თევზაობის წყალობით
ამერიკელი, ტენესის შტატის მკვიდრი რობერტ ლივინგსტონი ახალი ამბებისა
და სოციალური ქსელების გმირი გახდა.იანვრის ბოლოს მეგობართან ერთად ის
ჩეროკის ტბაზე თევზაობდა, მაგრამ არ ელოდა, რომ ნამდვილ მდინარის
ურჩხულს დაიჭერდა.
როდესაც ანკესმა დაქაჩა და თევზი წამოეგო, რობერტს მხოლოდ რამდენიმე
წუთი და მეგობრის დახმარება დასჭირდა,რომ თევზი ამოეყვანა. აღმოჩნდა,
რომ ნესკავზე წამოგებული იყო იშვიათი ჯიშის გიგანტური დინგნიჩაბა,
რომლის სიგრძე თითქმის ორი მეტრი წონა კი 50 კილოგრამზე მეტი იყო.
მართალია რობერტმა ვერ შეძლო თევზის აწონვა, მაგრამ მას მიაჩნია, რომ
თევზი იწონიდა დაახლოებით 60 კილოგრამს. ის ფიქრობს, რომ აუცილებლად
მოხსნის ქვეყნის რეკორდს (47 კილოგრამი) და ახლოსაა საერთაშორისო
რეკორდთან, რაც 68 კილოგრამია.
რამდენიმე სამახსოვრო ფოტოს გადაღებისთანავე რობერტ ლივინგსტონმა
თევზი ტბაში გაუშვა, წერს Fox17.
საოცარი თევზაობის შესახებ მან 23 იანვარს ფეისბუქის პირად გვერდზე
გამოაქვეყნა რის შემდეგაც პოსტი გავრცელდა მედიასა და სოციალურ
ქსელებში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.