ეს საინტერესოა
ლოკოკინა მესხური დელიკატესი

სამცხე-ჯავახეთი საქართველოში ერთადერთი კუთხეა, სადაც ლოკოკინებს საკვებად მოიხმარენ. მისი სეზონი დეკემბრის მეორე ნახევარში იწყება და თებერვალში სრულდება.

ლოკოკინები ამ დროს სპეციალურად შერჩეულ ადგილას მიწაში იზამთრებენ. მათი მოგროვება მთელ რიტუალს წარმოადგენს.

მოგროვებულ ლოკოკინას გამდინარე წყალში რეცხავენ, გასუფთავებულ მოლუსკებს, ნიჟარებიანად ხარშავენ 5-7-წუთიანი დუღილის შემდეგ, მოხარშულ ლოკოკინებს იღებენ ნიჟარებიდან და ხახვთან და ერბოსთან ერთად შუშავენ.

არსებობს მომზადების უფრო მარტივი მეთოდი – მთლიან ლოკოკინებს ნაღვერდალზე წვავენ და პირდაპირ, უმარილოდ მიირთმევენ. ადგილობრივების მტკიცებით, ნიჟარაში მცხოვრები მოლუსკების მირთმევა სასარგებლოა. მასში ბევრი ვიტამინი, მიკროელემენტი და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია.

მესხთში ტრადიციული კერძი ხშირად მზადდება. "ლოკოკინა სხვა რეგიონებშიც მოიპოვება, თუმცა მესხეთში მას სხვა გემო აქვს. ეს იმ მცენარეების ნაირსახეობაზეა დამოკიდებული, რომლითაც ლოკოკინა იკვებება.


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.