მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ იქცევიან მატყუარები
როტერდამის ერასმუსის
უნივერსიტეტის (ნიდერლანდები) და ლანკასტერის უნივერსიტეტების (დიდი
ბრიტანეთი) მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა ჩაატარა ექსპერიმენტი იმის
გასარკვევად, თუ როგორ იქცევა ადამიანი ტყუილის თქმის
დროს.
აქამდე ექსპერტებს უკვე შესწავლილი
ჰქონდათ ეს საკითხი, მაგრამ მატყუარას ისინი ყოველთვის განიხილავდნენ
იმისგან დამოუკიდებლად , ვისაც ისინი ატყუებდნენ. ამჯერად მათ
გადაწყვიტეს, ექსპერიმენტი წყვილებში ჩაეტარებინათ და ამის შედეგად
გაერკვიათ, თუ როგორი რეაქციები ექნებოდათ ორივე მონაწილეს.
ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო 18 - დან 38 წლამდე ასაკის 98
სტუდენტმა. კვლევისათვის მეცნიერებმა სპეციალურად, მხოლოდ მამაკაცები
შეარჩიეს, რათა გამოირიცხათ სქესთა შორის განსხვავების გავლენა
კოორდინაციაზე და რეაქციაზე.
გამოსაკვლევ პირებს სთხოვეს ამოეხსნათ რთული თავსატეხი და შემდეგ სხვა
მონაწილეებისთვის ეთქვათ ამის შესახებ.
ამავდროულად, იმისათვის, რომ მონაწილეებს გადაჭრილ ამოცანასთან
დაკავშირებით ტყუილის თქმა დაეწყოთ ექსპერიმენტის ხელმძღვანელებმა
სპეციალურად უთხრეს, რომ თავსატეხი ადვილი იქნებოდა, ამოცანები
ჩამოყალიბდა ისე, რომ მონაწილეებს უფრო და უფრო დახვეწილი სიცრუე
მოუწიათ. მეცნიერებმა თითოეულ მოხალისეს მიამაგრეს სენსორი, რომელიც
აღრიცხავდა სხეულის მოძრაობებს,
შედეგად გამოირკვა, რომ იმ ადამიანებმა, ვინც მოიტყუეს,
გაიმეორეს "მსხვერპლის" მოძრაობები. უფრო მეტიც, რაც უფრო სერიოზული
იყო ტყუილი, მით უფრო ზუსტად იმეორებდნენ მოტყუებული პირის
მოძრაობებს, ნათქვამია Royal Society Open Science.
ვებ – გვერდზე. ყველა მონაცემის გამოკვლევის შემდეგ, მეცნიერებმა
დაასკვნეს, რომ ტყუილის თქმისას ტვინი იმდენად დაკავებულია
"გამოგონებით", რომ მას არ აქვს საკუთარი მოძრაობების შექმნის
რესურსი, ამიტომ ის უბრალოდ გადადის "ეკონომიკურ რეჟიმში" და იმეორებს
სხვა ადამიანის მოძრაობებს.