ეს საინტერესოა
2013 წლის 12 დეკემბერს გარდაიცვალა ჭაბუა ამირეჯიბი
2013, წლის 12 დეკემბერს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მწერალი, XX საუკუნის ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, მზეჭაბუკი (ჭაბუა) ირაკლის ძე ამირეჯიბი. რომან "დათა თუთაშხიასა" და რიგი ნაწარმოებების ავტორი. საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის (1979), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიისა (1994) და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1998), ქართული პენ ცენტრის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი საპატიო თავმჯდომარე, მსოფლიო წამყვან ინტელექტუალთა საზოგადოების წევრი, ნობელის პრემიის ნომინანტი (1996, 1999), თბილისის საპატიო მოქალაქე (2001),

ღირსების ორდენის (2001), ვახტანგ გორგასლის პირველი და მეორე ხარისხის ორდენებისა და წმიდა გიორგის ოქროს ორდენის კავალერი (2009).[2] 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი "ეროვნული თანხმობის და აღორძინების გაერთიანება".

2010 წლის 15 ოქტომბერს ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა. მწერლის ფიზიკური მდგომარეობის გამო ბერად აღკვეცის წესი  მეუფე სერაფიმემ მისსავე სახლში, თამარაშვილის გამზ. №8-ში შეასრულა. ამ საიდუმლოს მწერლის მოძღვარი დეკანოზი, მამა ტარიელ სიკინჭილაშვილიც ესწრებოდა.
მეუფე სერაფიმეს განცხადებით, ჭაბუა ამირეჯიბმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დიდი პიროვნებაა და ეკლესიას მისი ბერად აღკვეცის ფაქტი მიულოცა.

ჭაბუა ამირეჯიბ 7 წლის წინ, საკუთარ სახლში, თამარაშვილის ქუჩაზე, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში .

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.