მაიმუნები და ადამიანის წინაპრები ერთნაირ ცხოვრების წესით
ცხოვრობდნენ, რატომ განვითარდა ადამიანი ასე ძალიან, მაიმუნები კი
ბანანის მონადირეების დონეზე დარჩნენ?
ამის საპასუხოდ ამერიკელი მეცნიერები მიზნად ისახავდნენ იმ
იმპულსის პოვნას, რამაც ადამიანი განავითარა. აღმოჩნდა, რომ ეს
გამოწვეულია ადამიანის სპეციფიკური მეტაბოლიზმით - სწორედ მისგან
გამომდინარეობს გონივრებაც და სიმსუქნეც.
პრიმატების შესწავლისა და დაცვის ცენტრის მეცნიერებმა (აშშ) გაარკვიეს
ევოლუციის საიდუმლო და თქვეს, თუ როგორ და რატომ გახდა ადამიანი
მაიმუნზე ჭკვიანი. საინტერესოა, რომ გორილები და პრიმიტიული
ადამიანები ერთნაირი ცხოვრების წესს ატარებდნენ. ისინი დღეში 10 საათს
ხარჯავდნენ საკვების პოვნასა და ჭამაში. ამასობაში, ადამიანში ტვინი
გაიზარდა და განვითარდა, მაიმუნებში კი იგი იმავე დონეზე დარჩა.
მეცნიერება დარწმუნებულია, რომ საკითხის მთელი არსი მეტაბოლიზმშია.
ადამიანების მიერ საკვებისგან მაქსიმალური ენერგიის მოპოვებისა და
ორგანიზმში ცხიმის დეპოზიტების სახით შენახვის შესაძლებლობამ ჩვენს
წინაპრებს საშუალება მისცა, გამხდარიყვნენ უჩვეულოდ დიდი ტვინის
მფლობელები. ეს მათ დაეხმარა, თავის მხრივ, შეექმნათ შრომის პირველი
ინსტრუმენტი და მოძრაობები და მოქმედებები უფრო განევითარებინათ.
მოგვიანებით, ამ უპირატესობის გამო, ადამიანმა ჩამოაყალიბა
აბსტრაქტული აზროვნება, ისწავლა სხვა ადამიანებთან ურთიერთობა და
ერთად საკვების მოპოვება და საცხოვრებლის აშენება.
ამასთან, თანამედროვე ადამიანს თავისი გონებრივი განვითარებისათვის
საფასურის გადახდა მოუწია, ეს არის ჭარბი წონისა და დიაბეტისკენ
მიდრეკილება. მაიმუნებს ასეთი პრობლემები არ აქვთ.