მართლმადიდებლური სამყარო წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს
11 სექტემბერს მართლმადიდებლური
სამყარო წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს.
" წმ. წინასწარმეტყველს თავი გალილეის მმართველის, ჰეროდე ანტიპას
ბრძანებით მოკვეთეს. მაცხოვრის წინამორბედი დაუფარავად ამხელდა
მმართველს აღვირახსნილების, საკუთარი ძმის მეუღლესთან, ჰეროდეადასთან
თანაცხოვრების გამო, რისთვისაც ჰეროდემ იგი საპყრობილეში დაატყვევა.
წმინდანისთვის თავის მოკვეთა გალილეის მმართველს ჰეროდეადას
ქალიშვილმა, სალომეამ დედის ჩაგონებით სთხოვა. მართლმადიდებელი
ქრისტიანები ამ დღეს ტრადიციული მარხვით ხვდებიან, ტაძრებში კი
წირვა-ლოცვა აღევლინება", ინფორმაციას რელიგიის სააგენტო
ავრცელებს.