ეს საინტერესოა
ასტრონომების პროგნოზით სამყაროს ვარსკვლავების აფეთქებების "ფეიერვერკი" დაასრულებს
მრავალი მილიარდი წლის შემდეგ, როდესაც ჩვენი სამყაროს დასასრული დადგება ყველა ვარსკვლავი დაიწვება და ჩაქრება, უსასრულო სიბნელე და სიცივე დაისადგურებს, მაგრამ მანამ სანამ ეს მოხდება არსებული ვარსკვლავების 1% აფეთქდება და კოსმოსში გრანდიოზული ,,ფეიერვერკი“ მოეწყობა. ასეთ პროგნოზს აკეთებენ ასტრონომები სტატიაში, რომელიც Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.

ასტრონომები ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი ბოლო მომაკვდავი ობიექტი სამყაროში იქნება თეთრი ჯუჯები - ვარსკვლავები, - რომლებიც ელექტრონულ-ბირთვული პლაზმისაგან შედგებიან და სითბური ენერგიის წყალობით ნაკლებადმანათოიბელ ვარსკვლავებს მიეკუთვნებიან.

კვლევების შედეგად მეცნიერთა ნაწილს მიაჩნია, რომ , რომ ბირთვული შერწყმა შეიძლება მოხდეს როგორც თეთრ, ისე მთლიანად გაცივებულ შავ ჯუჯებში იმ ფენომენის წყალობით, რომელიც ცნობილია როგორც გვირაბის ეფექტი. რაც იმას ნიშნავს, რომ ბირთვული შერწყმა მოხდება შენელებული ტემპით, რაც საბოლოოდ გამოიწვევს ზებუნებრივ აფეთქებებს,

თეთრი ჯუჯების აფეთქების იდეა მოულოდნელი და ახალი აღმოჩნდა სხვა მკვლევარებისათვის წერს National Geographic, რადგან მეცნიერები, როგორც წესი, ამ დამწვარ ვარსკვლავებს, განიხილავენ სრულიად ინერტულ ობიექტებად. ისინი ფიქრობენ, რომ
მხოლოდ უმძიმესი მასის მქონე თეთრმა ჯუჯებმა, რომელთა მასა მზის მასაზე დაახლოებით 1,2 ჯერ მეტია, შეიძლება განიცადონ აფეთქება. ეს კი დღეს ასებული და ცნობილი ვარსკვლავების დაახლოებით 1 პროცენტია .



Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.